ალრე
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| მშობ. სახელი: Alrø | |
|---|---|
ალრეს ეკლესია |
|
| გეოგრაფია | |
| მდებარეობა | ჰორსენს-ფიორდი |
| კოორდინატები | / |
| ფართობი | 7,5 კმ² |
| სიგრძე | 7 კმ |
| სიგანე | 4 კმ |
| დემოგრაფია | |
| მოსახლეობა | 160 (2010) |
ალრე (დან. Alrø) — დანიის კუნძული ჰორსენს-ფიორდში, იუტლანდიის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ ნაპირთან, ოდერის მუნიციპალიტეტში. ფართობი 7,5 კმ²-ია, სიგრძე 7 კმ, სიგანე 4 კმ, მოსახლეობა კი 2010 წლის მონაცემებით 160 ადამიანს შეადგენს.[1] კუნძული კონტინენტურ ნაწილთან დამბის საშუალებითაა დაკავშირებული.
ალრე დასახლებულია ჯერ კიდევ ქვის ხანიდან. რომანული სტილის მცირე ეკლესია XIV საუკუნეს მიეკუთვნება.[2]
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ "Danmarks Statistik." Retrieved 11 June 2010.
- ↑ "Alrø island", VisitHorsens.dk. Retrieved 14 June 2010.