ალოე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალოე
ალოე
ალოე
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
განყოფილება: ფარულთესლოვნები
ოჯახი: შროშანისებრნი
გვარი: ალოე
ლათინური სახელი
Aloe

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში

ITIS 42772
NCBI 25641

ალოე, საბრი (ლათ. Aloe) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეების გვარი შროშანისებრთა ოჯახისა. განეკუთვნება ქსეროფიტულ სუკულენტებს. აქვს გრძელი და შუბივით წამახული, ხორციანი, ხშირად ცვილისებრი ნაფიფწით დაფარული კიდეეკლიანი ფოთლები. წითელი, ნარინჯისფერი ან ყვითელი მილისმსგავსი ყვავილები შეკრულია მტევნებად ან საგველა ყვავილედად. აერთიანებს 250-მდე სახეობას. გავრცელებულია აფრიკაში, არაბეთში, შუა აზიაში და მადაგასკარზე. შავი ზღვის სანაპიროზე — ბაღებში, პარკებსა და პლანტაციებში. ალოეს ფოთლების შესქელებული წვენი — საბრი კარგი საფარარათო საშუალებაა. ნორჩი ფოთლების გამონაწვლილს ხმარობენ კანქვეშ შესაშხაპუნებლად თვალისა და სხვა დაავადებათა დროს. იყენებენ ბიოლოგიური სტიმულატორადაც. ალოეს წვნისაგან დამზადებული პრეპარატები იხმარება გარეგან საშუალებად ჩირქოვანი ჭრილობის, დამწვრობისა და კანის ზოგიერთი დაავადების სამკურნალოდ. არ ენიშნებათ ორსულობის, მენსტრუაციის, ცისტიტისა და ბუასილის დროს.

ალოე — ასწლოვანა (Aloe arborescens), რომელსაც ბინებში აშენებენ. ორანჟერეებსა და ოთახებში ხშირია ალოეს სხვა, დეკორატიული სახეობებეიც. საქართველოს სუბტროპიკულ რაიონებში ალოე დახურული გრუნტის გადასარგავი კულტურაა. გამრავლება შეიძლება მოზრდილ მცენარეე აჭრილი გვერდითი ყლორტების დაფესვიანებით. დაფესვიანებულ ყლორტებს გამოსაზამთრებლად კვალსათბურში ტოვებენ, აპრილ-მაისში კი სანერგეში გადააქვთ ზრდის დასამთავრებლად. შემდეგი წლის გაზაფხულზე ჩითილს ღია გრუნტში გადარგავენ. ფოთლის მოსავლიანობა საშუალოდ 8-10 ტ/ჰა. ზოგ სეზონში ხუთჯერ კრეფენ და ნედლეულს მაშინვე გზავნიან ქიმიურ-ფარმაცევტულ ქარხანაში. ალოეს ზოგიერთი სახეობის ფოთლებიდან მიღებული მოჭკოსაგან მზადდება ხალიჩები და საზღვაო ბაგირები.

გალერეა[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ალოე&oldid=2700167“-დან