ალექსი ტილო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალექსი ტილო
დაბ. თარიღი 13 ნოემბერი 1839
დაბ. ადგილი კიევის გუბერნია
გარდ. თარიღი 30 დეკემბერი 1899
გარდ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი
სამეცნიერო სფერო გეოგრაფია
კარტოგრაფია
გეოდეზია

ალექსი ტილო (რუს. Тилло, Алексей Андреевич; დ. 13 ნოემბერი 1839, კიევის გუბერნია — გ. 30 დეკემბერი 1899, სანქტ-პეტერბურგი) — რუსი გეოგრაფი, კარტოგრაფი და გეოდეზისტი. გენერალ-ლეიტენანტი (1894). პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1892). დაამთავრა მიხაილოვის საარტილერიო აკადემია (1862) და გენერალური შტაბის აკადემიის გეოდეზიური განყოფილება პეტერბურგში (1866). შეადგინა რუსეთის ევროპული ნაწილის ჰიფსომეტრიული რუკები (1890 და 1896 წლების გამოცემა). დაამკვიდრა ტერმინი „შუა რუსეთის მაღლობი“. გაზომა რუსეთის მთავარი მდინარეების სიგრძე. ავტორია შრომებისა დედამიწის მაგნეტიზმისა და მეტეოროლოგიის დარგში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]