ალექსანდრე (სანდრო) ვახტანგოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ალექსანდრე (სანდრო) ვახტანგოვი (დ. 30 იანვარი, 1964, თბილისი — გ. 14 თებერვალი, 2024) — ქართველი რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი, ოპერატორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1964 წლის 30 იანვარს თბილისში. 1985 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტის ტელესარეჟისორო ფაკულტეტი. 1987–1988 წლებში გაიარა სტაჟირება მოსკოვის დოკუმენტური ფილმების ცენტრალურ სტუდიაში. 1985–1988 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიაში რეჟისორად. 1989–2001 წლებში კომპანია „ქართული ტელეფილმის“ რეჟისორად. 1995–1998 წლებში იყო პირველი ქართული დამოუკიდებელი ტელერადიო ინსტიტუტის რექტორი. 2002–2003 წლებში სტუდია აუდიენციის სამხატვრო ხელმძღვანელი. 2003 წლიდან სტუდია „სანდრო ვახტანგოვ პროდაქშნ“–ის დამაარსებელი და ხელმძღვანელი. ევრაზიის ტელეაკადემიის ნამდვილი წევრი (2004). ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (2006). 30 სატელევიზიო ფილმის ავტორი და რეჟისორი, 300–ზე მეტი ტელეგადაცემის და ვიდეოკლიპის ავტორი, რეჟისორი და პროდიუსერი.

გარდაიცვალა 2024 წლის 14 თებერვალს, 60 წლის ასაკში.[1]

მიღებული ჯილდოები: სპეციალური დიპლომი კანის სატელევიზიო ფესტივალზე (1994) – ფილმი „ოდეონი“; მანა 96 (1996) – წლის საუკეთესო რეჟისურა; მონტროს ფესტივალის „ოქროს ვარდი“ სპეციალური დიპლომი (1998) –ფილმი „ბალეტმაისტერი“; ფილმი „პოსტსაბჭოთა სიზმრები“ ნომინირებული იყო ფესტივალზე EMMY International (2000); საქართველოს სახელმწიფო პრემია (2001) – ფილმი „პილიგრიმობა ევროპიდან იერუსალიმში“.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დამდგმელი რეჟისორი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ერთი ოჯახის ქრონიკები (2012) — დოკუმენტური
  • გია ყანჩელი (2001) — დოკუმენტური
  • ღამის სიზმრები (1999)
  • ქარაგმა (1998)
  • ლიანა ისაკაძე, ვივალდი და ზღვა (1998) — დოკუმენტური
  • ეფემერა (1997) — დოკუმენტური
  • ბალეტმაისტერი (1996)
  • ვან გოგის ყური (1996)
  • წელიწადის დრონი (1996) — დოკუმენტური
  • არტისტის დაბრუნება (1995) — დოკუმენტური
  • THE FLASH ART (1994)
  • ODEON (1993)
  • Radio City (1991)
  • ღამე (1987)

სცენარის ავტორი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ერთი ოჯახის ქრონიკები (2012) — დოკუმენტური
  • გია ყანჩელი (2001) — დოკუმენტური
  • ღამის სიზმრები (1999)
  • ქარაგმა (1998)
  • ლიანა ისაკაძე, ვივალდი და ზღვა (1998) — დოკუმენტური
  • ეფემერა (1997) — დოკუმენტური
  • ბალეტმაისტერი (1996)
  • ვან გოგის ყური (1996)
  • წელიწადის დრონი (1996) — დოკუმენტური
  • არტისტის დაბრუნება (1995) — დოკუმენტური
  • THE FLASH ART (1994)
  • ODEON (1993)
  • Radio City (1991)
  • ღამე (1987)

პროდიუსერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ერთი ოჯახის ქრონიკები (2012) — დოკუმენტური

დამდგმელი ოპერატორი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ღამე (1987)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „გარდაიცვალა რეჟისორი ალექსანდრე ვახტანგოვი“. 1TV. ციტირების თარიღი: 14 თებერვალი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)