ალექსანდრე პუშკინის ძეგლი (პუშკინი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსანდრე პუშკინის ძეგლი
Памятник А. С. Пушкину
კოორდინატები 59°43′06″N 30°23′50″E / 59.71825° ჩ. გ. 30.397164° ა. გ. / 59.71825; 30.397164
მდებარეობა პუშკინი, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
არქიტექტორი რობერტ ბახი
თარიღდება 1900
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810475003

ალექსანდრე პუშკინის ძეგლი (რუს. Памятник А. С. Пушкину) — პუშკინის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ძეგლი. სწორედ ცარსკოე-სელოში, ლიცეისტებს შორის მომწიფდა აზრი პუშკინის ძეგლთან დაკავშირებით, მაგრამ გადაწყვიტეს პოეტის პირველი ძეგლი მოსკოვში დაედგათ, იქ სადაც იგი დაიბადა. ძეგლი არის სანქტ-პეტერბურგის კულტურული მემკვიდრეობის ფედერალური ობიექტი. აგებულია 1900 წელს მოქანდაკე რობერტ ბახის მიერ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1860 წელს, ლიცეუმის 50 წლისთავის ზღურბლზე, ლიცეისტებს შორის ჩამოყალიბდა იდეა პუშკინი ძეგლის დადგმის შესახებ. თავიდან უნდოდათ მისი დადგმა ლიცეისტების ფინანსებით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს შეუძლებელი იყო. გამოაცხადეს კონკურსი და რამდენიმე პროექტიც წარმოადგინეს. აღნიშნული პროექტები პრესაში განიხილეს და გააკრიტიკეს კიდეც. წარმატებით მიმდინარეობდა ფინანსების შეგროვება.

პუშკინის პირველი ძეგლი პირველად მოსკოვში, ტვერის ბულვარში, დადგეს 1880 წელს. პოეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ცარსკოე-სელოს მცხოვრებლებმა წამოაყენეს წინადადება ძეგლი დადგმულიყო იქაც, სადაც ბავშვობა გაატარა პოეტმა. გამოცხადებული კონკურსიდან იმპერატორმა ნიკოლოზ II-მ შეარჩია რობერტ ბახის ესკიზი. 1899 წელს მოხდა მონუმენტის საფუძვლის ჩაყრა. ამ დღეს წმინდა ეკატერინეს ტაძარში აღევლინა ლიტურგია და პანაშვიდი.

ძეგლის გახსნა გაიმართა 1900 წლის 15 ოქტომბერს. ძეგლი საკმაოდ დაზიანდა დიდი სამამულო ომის დროს. იგი გაარემონტეს 1945 წელს და 17 ივნისს ხელახლა გახსნეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Гдалин А. Д. Памятники А. С. Пушкину: История. Описание. Библиография. Т.I. Россия. Ч.1. Санкт-Петербург, Ленинградская область, Спб., Академический проект, 2001, с. 170
  • С. М. Некрасов. «Под сенью дружных муз» Царское Село — город русской поэзии. Спб., «Издательство Альфа-Колор», 2007, с. 97.
  • Трускинов Э. В. Прогулки по Пушкину: размышления царскосела. — СПб.: «Genio Logi», 2007. — 285 с.