ალექსანდრე ნოვიკოვი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალექსანდრე ნოვიკოვი (Алекса́ндр Алекса́ндрович Но́виков) (19 ნოემბერი, 1900 - 3 დეკემბერი, 1976) — საბჭოთა სამხედრო მეთაური, ავიაციის მთავარი მარშალი (21 თებერვალი, 1944), საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი (1945, 1945). არმიაში მსახურობდა 1919 წლიდან. მონაწილეობდა რუსეთის სამოქალაქო ომში. 1922-1924 წწ. იყო ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმის წინააღმდეგ მებრძოლის სპეციალური რაზმის შტაბის უფროსი.

1922 წელს დაამთავრა "ვისტრელის" კურსები, 1930 წელს ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია. 1933 წელს მსახურობდა საჰაერო ძალებში. 1939-40 წლებში მონაწილეობდა საბჭოთა კავშირისა და ფინეთის ომში, ჩრდილო-დასავლეთის ფრონტის საჰაერო ძალების შტაბის უფროსი. 1940 წლიდან ლენინგრადის სამხედრო ოლქის საჰაერო ძალების ხელმძღვანელი. 1942-43 წლებში - საბჭოთა კავშირის ავიაციის სახალხო კომისარის მოადგილე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Kerr, Walter The Russian Army: Its Men, Its Leaders and Its Battles, 2005 ISBN 1-4191-5221-1
  • Kurowski, Franz Luftwaffe Aces: German Combat Pilots of World War II, 2004 ISBN 0-8117-3177-4
  • Lauterbach, Richard Edward These are the Russians, 1945
  • MacCauley, Martin Who's Who in Russia Since 1900, 1997 ISBN 0-415-13897-3
  • Parrish, Michael Sacrifice of the Generals: Soviet senior officer losses, 1939–1953, 2004 ISBN 0-8108-5009-5
  • Taylor, Brian D. Politics and the Russian Army: Civil-military Relations, 1689–2000, 2003 ISBN 0-521-01694-0