ალექსანდრე მანაგაძის ქუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსანდრე მანაგაძის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი გლდანის რაიონი
ისტორიული რაიონი ავჭალა
წინა სახელები გიორგი სააკაძის ქუჩა, ევსევი ჩიქვანაიას ქუჩა,

ალექსანდრე მანაგაძის ქუჩა — ქუჩა თბილისში, მდებარეობს გლდანის რაიონში (ავჭალა), ბაღნარის ქუჩიდან გრიგოლ ხანძთელის ქუჩამდე. წარმოიქმნა XX საუკუნის 40-იან წლებში. მისი ადრინდელი სახელია გიორგი სააკაძის ქუჩა, შემდეგ ევსევი ჩიქვანაიას ქუჩა დაერქვა. 1996 წელს ალექსანდრე მანაგაძის სახელი ეწოდა. ქუჩაზე მდებარეობს წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ტაძარი, სადაც დაბრძანებულია ქალაქ სერგიევ-პოსადიდან 2003 წელს ჩამოსვენებული ნეშტის წმინდა ნაწილები. ქუჩას აქვს 6 ჩიხი (2022 წელს მეექვსე ჩიხი ეწოდა რევოლუციის ქუჩის შესახვევს[1]).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №422. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (9 აგვისტო, 2022). ციტირების თარიღი: 18 დეკემბერი, 2023