ალენ-ფურნიე

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალენ-ფურნიე
ფრანგ. Alain-Fournier
Fournier.jpg
ალენ ფურნიე 1905 წელს
სახელი დაბადებისას

ანრი ფურნიე

მოღვაწეობა

(პიროვნების პროფესია, მოღვაწეობა და მისთ.)

ბიოგრაფიული ცნობები
დაბადების თარიღი

3 ნოემბერი, 1886

გარდაცვალების თარიღი

22 სექტემბერი, 1914

მოქალაქეობა

საფრანგეთი


ალენ-ფურნიე (ფრანგ. Alain-Fournier; ფსევდონიმი; ნამდ. სახელი ანრი ფურნიე; დ. 3 ნოემბერი, 1886 - გ. 22 სექტემბერი, 1914) — ფრანგი მწერალი და ჯარისკაცი. ავტორია ერთადერთი რომანის "დიდი მოლნი" (Le Grand Meaulnes, 1913 წელი), რომლის საფუძველზე გადაღებულია ორი კინოფილმი, ხოლო თვით ნაწარმოები ფრანგული ლიტერატურის კლასიკად არის აღიარებული.

დაიბადა 1886 წლის 3 ოქტომბერს ქალაქ ლა-შაპელ-დ'ანჟიონში. სახელი გაითქვა რომანის წყალობით, რომელშიც ლირიკული მანერით აღწერილი აქვს ბავშვობის წლების, სკოლის, თამაშების და ყმაწვილკაცობის ფიქრების მოგონებები. რომანში შერწყმულია დინამიური სიუჟეტი და რომანტიული ინტრიგა ფრანგული პროვინციული ცხოვრების რეალისტური აღწერით.

რომანის გამოცემის შემდეგ ალენ-ფურნიე შეძლებული მეწარმე კლოდ კაზიმირ-პერიეს მდივნად მოეწყო, რომელთან ერთადაც მუშაობდა წიგნზე "ბრესტი, ტრანსატლანტიკური პორტი" (ფრანგ. Brest, port transatlantique). მწერალი ფრონტზე დაიღუპა პირველი მსოფლიო ომის დაწყებისას, 1914 წლის 22 სექტემბერს, სან-რემის ტყეში ვერდენთან, მარნთან პირველი ბრძოლისას.


პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე