ალგეთის ქუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი კრწანისის რაიონი
წინა სახელები ალგეთის შესახვევი

ალგეთის ქუჩა — ქუჩა თბილისში, კრწანისის რაიონში (ხარფუხი); სოღანლუღის შესახვევიდან გიორგი მერჩულის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში შეტანილია როგორც შესახვევი. 20-იან წლებში ქუჩა გახდა. ალგეთის ქუჩის N1-ში განთავსებულია იოსებ გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]