ალან ტიურინგი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალან ტიურინგი

ალან მეთისონ ტიურინგი (დ. 23 ივნისი 1912 — გ. 7 ივნისი 1954) — ინგლისელი მათემატიკოსი, ლოგიკოსი, კრიპტოანალიტიკოსი და კომპიუტერული მეცნიერების დარგის მოღვაწე . კომპიუტერული მეცნიერების შექმნა და ჩამოყალიბება, ალგორითმების ძირითადი კონცეფციების ფორმალიზაცია, გამოთვლები ტიურინგის მანქანით და თანამედროვე კომპიუტერის შექმნაში უმნიშვნელოვანესი წვლილი - ეს არის ალან ტიურინგის ნაშრომთა არასრული ჩამონათვალი.

II მსოფლიო ომის პერიოდში ტიურინგი მუშაობდა დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო კრიპტოანალიკურ ცენტრში (Government Code and Cypher School at Bletchley Park). ამ დროისათვის იგი ხელმძღვანელობდა განყოფილება Hut 8-ს, რომელიც პასუხისმგებელი იყო გერმანული წყალქვეშა ნავების შიფროგრამების ანალიზზე. შეიმუშავა ამ შიფროგრამების კრიპტოანალიზის რიგი აპარატული საშუალებები, მათ შორის ე.წ. Bombe, ელექტრომექანიკური მანქანა, რომელსაც შეეძლო გერმანული შიფრაციის აპარატის ენიგმას შიფრაციის პარამეტრების გამოთვლა. ომის შემდგომ წლებში მუშაობდა ფიზიკის ეროვნულ ლაბორატორიაში, სადაც შექმნა თანამედროვე კომპიუტერის პირველი პროტოტიპის (ACE) არქიტექტურული დიზაინი.

სიცოცხლის ბოლო წლებში ტიურინგი დაინტერესდა მათემატიკური ბიოლოგიით. დაწერა ნაშრომი მორფოგენეზისის ქიმიურ საწყისებზე, და იწინასწარმეტყველა ცვალებადი ქიმიური რეაქციების არსებობა (მაგ. ბელოუსოვ-ჟაბოტინსკის რეაქცია, რომელიც პირველად აღწერილ იქნა 1960-იან წლებში).

ლიტერატურა[რედაქტირება]