აილა ერდურანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აილა ერდურანი, ალიე ბერგერის სახელოსნოში

აილა ერდურანი (თურქ. Ayla Erduran; დ. 22 სექტემბერი, 1934, სტამბოლი, თურქეთი) — თურქი მევიოლინე. კარლ ბერგერის სტუდენტი, რომელიც 10 წლის ასაკში პირველად გამოვიდა კონცერტზე. 1946–1951 წლებში, სწავლობდა პარიზის საერთაშორისო კონსერვატორიაში, სადაც მისი მასწავლებლები იყვნენ ბენედეტი და ბენვენუტი. სწავლის დასრულების შემდეგ, იგი შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, სადაც 1955 წლამდე დარჩა და სწავლობდა ივან გალამიანსა და ზინო ფრანჩესკატისთან.

1957–1958 წლებში, ერდურანი მოსკოვის კონსერვატორიაში, დავით ოისტრიხთან სწავლობდა.

მისი კარიერა, როგორც ვიოლინოს პედაგოგის, 1973 წელს, შვეიცარიაში, ლოზანის კონსერვატორიაში დაიწყო და 1990 წლამდე გაგრძელდა.

ერდურანმა, 1971 წელს სახელმწიფო არტისტის ტიტული მოიპოვა. ასევე მიიღო ოქროს მედალი ანკარაში დაფუძნებული „სევდა ჯენაპის და მუსიკის ფონდი“-სგან (SCAMV). 1957 წელს, ჰენრიკ ვინიავსკის მევიოლინეთა კონკურსში მეხუთე ადგილი დაიკავა, 1964 წელს კი „ჰარიეტ კოენი-ოლგა ვერინეი“-ს ჯილდო მოიპოვა, ხოლო 1970 წელს ნიდერლანდებში, ბეთჰოვენის ჯილდო მოიპოვა.[1] [2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Gurkan, Yasemin. A lifetime devoted to the violin:Ayla Erduran. hurriyetdailynews.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-14. ციტირების თარიღი: 14 February 2017.
  2. Ayla Erduran. turkish culture foundation. ციტირების თარიღი: 14 February 2017.