ათათურქის ძეგლი (ბაქო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მუსტაფა ქემალ ათათურქის ძეგლი (აზერ. Mustafa Kamal Atatürkün heykəli - თურქეთის რესპუბლიკის ფუძემდებლის, თურქეთის ეროვნული მოძრაობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ლიდერის ძეგლი, რომელიც 2010 წლის 17 მაისს ბაქოში დაიდგა.[1]

ძეგლის დადგმა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თურქეთის რესპუბლიკის ფუძემდებლის მუსტაფა ქემალ ათათურქის ძეგლი 2010 წლის 17 მაისს ბაქოში, ნასიმინის რაიონში, აზერბაჯანში თურქეთის საელჩოს წინ დაიდგა. გახსნის ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს - აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და მისმა მეუღლემ მეჰრიბან ალიევამ და თურქეთის იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა რეჯეფ თაიპ ერდოღანმა და მისმა მეღლემ - ემინე ერდოღანმა. ამ დღის აღსანიშნავად აზერბაიჯანისა და თურქეთის დროშებით გამშვენებულ პარკში საპატიო ყარაული მოეწყო. ძეგლის ავტორია აზერბაიჯანის სახალხო მხატვარი, აზერბაიჯანის სამხატვრო აკადემიის რექტორი ომარ ელდაროვი.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Bakıda Türkiyə Respublikasının banisi Mustafa Kamal Atatürkün abidəsi açılmışdır az. Халг газети (18.05.2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 24.05.2019. ციტირების თარიღი: 02.06.2021.
  2. Bakıda Türkiyə Cümhuriyyətinin qurucusu Mustafa Kamal Atatürkün abidəsi açılmışdır az. president.az (17.05.2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 24.05.2019. ციტირების თარიღი: 02.06.2021.