აზერბაიჯანის თეატრალურ მოღვაწეთა კავშირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Azərbaycan Teatr Xadimləri İttifaqı
შეიქმნა 1897
ტიპი syndicate და არასამთავრობო ორგანიზაცია
ქვეყანა აზერბაიჯანი
თავმჯდომარე Azerpasha Nemat
https://teatrittifaqi.az/index.php/az/

აზერბაიჯანის თეატრალურ მოღვაწეთა კავშირი (აზერ. Azərbaycan Teatr Xadimləri İttifaqı) — საზოგადოებრივი ორგანიზაცია, აზერბაიჯანის თეატრალულ მოღვაწეთა გაერთიანება. კავშირის თავმჯდომარე არის აზერბაიჯანის სახალხო არტისტი აზერპაშა ნემატი[1].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზერბაიჯანის თეატრალურ მოღვაწეთა კავშირი 1897 წელს შეიქმნა. ორგანიზაციის პირველადი სახელწოდება იყო «მსახიობთა კავშირი», რომელიც თავის შემადგენლობაში აერთიანებდა დაახლოებით 300 მსახიობს. ორგანიზაცია, რომელიც საკუთარ საქმიანობას 1917 წლიდან ეწოდა როგორც «მუსულმან მსახიობთა კავშირი», 1920 წლიდან — როგორც «თურქ მსახიობთა კავშირი», 1948 წლიდან — როგორც «აზერბაიჯანული თეატრალური საზოგადოება», დამფუძნებელთა 1987 წლის 27 თებერვალს ჩატარებული კონფერენციის გადაწყვეტილებით გადარქმეულ იქნა აზერბაიჯანის თეატრალურ მოღვაწეთა კავშირად[2].

თეატრალურ მოღვაწეთა ძირითად მიზანს ქვეყანაში თეატრალური პროცესების აღორძინება წარმოადგენს.

თანამედროვე პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზერბაიჯანის თეატრალურ მოღვაწეთა კავშირმა დამოუკიდებლობის წლებში სხვადასხვა ფორმატის თეატრალური ფესტივალების ორგანიზება შეძლო: «მონოტმაშა», «ხიმ-ჯიმ» (პანტომიმა), «ექსპერიმენტალური სპექტაკლები», «ფესტივალების ფესტივალი», «ეროვნული კლასიკა», ახალგაზრდა რეჟისორების რესპუბლიკური ფესტივალი, საბავშვო სპექტაკლების ფესტივალი, საერთაშორისო ჩეხური ფესტივალის ეტაპი «აბრეშუმის გზა» და სხვ.[3]

აზერბაიჯანის თეატრალურ მოღვაწეთა კავშირი იუნესკოს საერთაშორისო თეატრალური ინსტიტუტისა და თეატრალურ მოღვაწეთა კავშირების საერთაშორისო კონფერენციის ნამდვილი წევრია. კავშირს თავისი განყოფილებები აქვს ნახიჩევანში, განჯაში, ლენქორანში, სუმგაითში[2].

2013 წლის მარტიდან კავშირში მოქმედებს ახალგაზრდა რეჟისორთა ლაბორატორია სახალხო არტისტის, პროფესორ ჯანან სალიმოვას ხელმძღვანელობით[2].

2018 წლის ნოემბერს აზერბაიჯანის თეატრალურ მოღვაწეთა კავშირსა და საქართველოს თეატრალურ საზოგადოებას შორის ხელმოწერილ იქნა მემორანდუმი თანამშრომლობის შესახებ[4].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Azərbaycan Teatr Xadimləri İttifaqı. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-05-12. ციტირების თარიღი: 2021-11-17.
  2. 2.0 2.1 2.2 Azərbaycan Teatr Xadimləri İttifaqı. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-05-12. ციტირების თარიღი: 2021-11-17.
  3. Союз театральных деятелей Азербайджана. ციტირების თარიღი: 2021-06-10
  4. Azərbaycan Teatr Xadimləri İttifaqı ilə Gürcüstan Teatr Cəmiyyəti arasında Əməkdaşlıq haqqında Memorandum imzalanıb - Xəbərlər (2018-11-15). ციტირების თარიღი: 2021-06-10