აზარიანცის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აზარიანცის სახლი
კოორდინატები 41°42′14″N 44°47′26″E / 41.703815° ჩ. გ. 44.790596° ა. გ. / 41.703815; 44.790596
მდებარეობა რუსთაველის პროსპექტი 37, თბილისი, საქართველო
არქიტექტორი ნიკოლაი ობოლონსკი
სტილი მოდერნი
დაწყების თარიღი 1911/1912
დასრულების თარიღი 1915
თარიღდება 1911/1912-1915

აზარიანცის სახლიარქიტექტურული ნაგებობა ქალაქ თბილისში. შენობა განეკუთვნება XX საუკუნის დასაწყისს. აგებულია მოდერნის არქიტექტურულ სტილში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახლის მშენებელი ალექსანდრე მელიქ-აზარიანცი იყო მსხვილი მოვაჭრე, წარმოშობით თბილისელი, მესამე-მეოთხე თაობის ქალაქელი. ზემელზე, სადაც ახლა მელიქ-აზარიანცის სახლია, უზარმაზარი ნაგავსაყრელი ყოფილა. მელიქ-აზარიანცი ქალაქის მაშინდელ მერთან, ალექსანდრე ხატისოვთან მისულა და ადგილი უთხოვია სახლის ასაგებად. მერმა სწორედ ამ ნაგავსაყრელზე მიუთითა. დიდი ყოყმანის შემდეგ აზარიანცი შეთავაზებას დათანხმდა და ასეულობით ტონა მიწაც მიიტანა იმ ნაგავსაყრელის ამოსავსებად. სახლის მშენებლობა დაიწყო 1911 წელს და გაგრძელდა 1915 წლამდე. პროექტის ავტორი იყო რუსი არქიტექტორი ნიკოლაი ობოლონსკი.

ეს შემოსავლიანი სახლი ბინების გასაქირავებლად იყო გამიზნული. მას საკუთარი ელექტრო და წყალმომარაგება ჰქონდა, რაც იმდროინდელი სახლებისთვის უჩვეულო იყო. შიგნით განათავსეს მაღაზიები, აფთიაქი, ფოტოსალონი, საპარიკმახერო, სასეირნო ბაღი და მეეტლეთა სადგომიც კი.

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ერთ დროს მდიდარი მეცენატი, ასეთი ინოვაციური შენობის ავტორი სრულიად ხელმოცარული დარჩა. მთელი ქონება, მათ შორის სახლიც, ჩამოართვეს და საშინელ სიღატაკესა და შიმშილში დალია სული 1923 წელს. კომუნისტების დროს აზარიანცის სახლს ბევრი მტერი გამოუჩნდა და მისი დანგრევაც კი უნდოდათ.

შენობა ხანძარმა დააზარალა 2015 წლის 13 იანვარს[1] და 2019 წლის 14 აპრილს[2].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]