ავაჯი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ავაჯი — ჰიმნოგრაფიული ტერმინი, ქართული საგალობლის ხმა, მელოდია, კილო. დადასტურებულია ძველი ქართული ჰიმნოგრაფიულ კრებულებში.

საგალობელთა ჯგუფებში პირველი ძლისპირი ჩვეულებრივ განსაზღვრავს დანარჩენთა კილოსა და საზომს. მაგრამ არის ისეთი ჰიმნებიც, რომლებიც ძლისპირთა კილოზე არ სრულდება, რადგან თვითონ წარმოადგენენ ძლისპირს. ასეთ ჰიმნებს თვითავაჯნი (თჳთჴმოვანნი) ეწოდება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 118.
  • „მცირე საეკლესიო ენციკლოპედია“, «საქართველოს ეკლესიის 2005 წლის კალენდარი», თბ. 2004, გვ. 106