ადელაიდა (მდინარე)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ადელაიდა
Adelaide River.JPG
სათავე ლიჩფილდის ეროვნული პარკი
სიგრძე 180 კმ

ადელაიდა (ინგლ. Adelaide River) — მდინარე ავსტრალიაში, ჩრდილოეთი ტერიტორიაზე. იწყება ლიჩფილდის ეროვნულ პარკში და ჩაედინება ტიმორის ზღვაში, დარვინდან 50 კილომეტრში. წარმოიქმნება ორი მდინარის შეერთებით. მდინარეზე მდებარეობს პატარა ქალაქი ადელაიდ-რივერი.

მდინარე აღმოაჩინეს ჯონ ლორტ სტოუქსმა და ლ.რ. ფიცმორისმა 1839 წელს, ჩრდილოეთ ტერიტორიის ნაპირების შესწავლის დროს.[1] მოგზაურებმა მას ეს სახელი დედოფალ ადელაიდა საქსენ-მეინინგენის პატივსაცემად დაარქვეს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]