ადა ნეგრი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ადა ნეგრი (იტალ. Ada Negri; დ. 3 თებერვალი, 1870, ლოდი — გ. 11 იანვარი, 1945, მილანი) — იტალიელი პოეტი ქალი. სახელი გაითქვა ლექსების კრებულებით „ბედი“ (1892) და „ქარიშხლები“ (1896), რომლებშიც მკაფიოდ გამოვლინდა სოციალური მოტივები და სულისკვეთება. შემდგომ ნეგრის პოეზიაში მომძლავრდა ინტიმური განწყობილებანი. აღსანიშნავია მისი ლექსთა კრებულები „სიღრმიდან“ (1910), „განდევნა“ (1914), „ვესპერტინა“ (1931), „სიყვარულის წყარო“ (1939-1943), ავტობიოგრაფიული რომანი „დილის ვარსკვლავი“ (1921) და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება]