აგაბო ისმაიტელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აგაბო ისმაიტელიმართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 22 ნოემბერი, ახალი სტილით — 5 დეკემბერი. ღირსი აგაბო ისმაიტელი სირიაში მოღვაწეობდა. იგი ღირსი ევსების მორჩილი იყო, წმინდანი მუდამ ფეხშიშველი დადიოდა, წელზე ჯაჭვებს ატარებდა, არ წვებოდა. მუდმივი შინაგანი ლოცვისა და მდუმარების ოცდათვრამეტ წლიანი ღვაწლის შემდეგ უფლის რჩეული მშვიდობით მიიცვალა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • წმიდანთა ცხოვრება, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.