აბულხაირი (უმცროსი ჟუზი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბულხაირი.
ყაზახეთი, საფოსტო მარკა, აბულ ხაირ ხანი, 2001 (Michel 316)

აბულხაირი (ყაზახ. Әбілқайыр Мұхаммед Гази бахадүр хан; დ. 1693 — გ 1748) — ყაზახური უმცროსი ჟუზის ხანი (დღევანდელი დასავლეთ ყახაზეთი). მისი მმართველობის პერიოდში უმცროსი ჟუზი მონაწილეობდა ძუნგართა წინააღმდეგ ომში (1723-30), რომელიც ამ უკანასკნელთა ყახაზეთის ტერიტორიებზე შემოსევას მოჰყვა. მისი ხელმძღვანელობით ყახაზებმა ძუნგარების ძალები დაამარცხეს მდ. ბულანტისთან (1726) და ანრაკაის ბრძოლაში (1729).

ძუნგართა წინააღმდეგ რუსების დახმარების მოსაპოვებლად აბულ ხაირ ხანმა რუსეთის მეფის ქვეშევრდომობა მიიღო 1731 წელს. მოგვიანებით მან სცადა რუსეთის გავლენის შემცირება ყაზახურ უმცროს ჟუზზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 46.
  • Ерофеева, Ирина В. Хан Абулхаир. Полководец, правитель, политик. Алматы, Даик-Пресс, 2007