აბრამიანის წმინდა გიორგის ნაეკლესიარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აბრამიანის წმინდა გიორგის ნაეკლესიარი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ დორეთკარის მიდამოებში. აგებულია შუა საუკუნეებში.

მცირე დარბაზული ნაეკლესიარი ნასოფლარ ლევანაანთ კარში მდებარეობს. ძეგლი გაღმა გადაჰყურებს სოფელ მეწყერს. ნაშენია ადგილობრივი ჯიშის ფლეთილი ქვით. ეკლესიიდან შემორჩენილია სწორკუთხა საკურთხეველი ცენტრში სარკმლით. წყობა დეფორმირებულია და კედლები გარედან გადახსნილია. სამხრეთით იკითხება მინაშენის კარიბჭის კვალი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 59