აბასთუმნის საცხოვრებელი სახლი (შოთა რუსთაველის 24)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აბასთუმნის საცხოვრებელი სახლიარქიტექტურული ძეგლი ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში. აგებულია XIX საუკუნეში.

სახლი აბასთუმნის შესასვლელში ოცხეს მარცხენა ნაპირაზე მდებარეობს. საცხოვრებელი ფუნქციის მატარებელი შენობა მთის ციცაბო კალთის პირას არის აგებული, მთავარი ფასადი კი, მდინარე ოცხესკენ არის მიმართული. სწორკუთხა, გეგმაში თითქმის ოთხკუთხა, ორსართულიანი სახლი ფლეთილი, უხეშად დამუშავებული ქვითაა ნაგები. შენობის კუთხეებისა და გვერდითა ფასადებში გაჭრილი სარკმლების მოჩარჩოებაში გამოყენებული კვადრები თლილია, სუფთად დამუშავებული, რითაც მშენებელს დეკორატიულობის ელემენტი შემოაქვს. მთავარი ფასადი გალერეა-აივნების სისტემით არის მოცული, რომელიც ამჟამად შემინულია და შუშაბანდად არის ქცეული. გალერეის ავთენტური დეტალები თითქმის მთლიანადაა შეცვლილი. სახლის მთავარ ფასადზე ერთსართულიანი, უსახო მიშენებაა, მიშენებითაა დამახინჯებული გვერდითა ფასადებიც. ზურგის, მთის კალთისკენ მიმართული ფასადი მომცრო ზომის ეზოში გადის და უსახო, შეფიცრული შუშაბანდის სახით არის წარმოდგენილი. მიუხედავად მინაშენებისა და სახეცვლილი გალერეისა ნაგებობას შენარჩუნებული აქვს ღირებულება, მაშტაბი და გეგმარება.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6469