აბასთუმნის საცხოვრებელი სახლი (ლ. ასათიანის 13)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აბასთუმნის საცხოვრებელი სახლი –– არქიტექტურული ძეგლი დაბა აბასთუმანში. აგებულია XIX საუკუნის დასაწყისში. შენობა დგას ოთხი მეტრის სიმაღლის და 80 სანტიმეტრის სიგანის მქონე, საყრდენი კედლით შემაგრებულ ტერასაზე საიდანაც შესანიშნავად მოჩანს ყაზარმების რიგი. ნაგებობის წინ უსახური მინაშენია ბლოკით ამოყვანილი. საყრდენი კედელი აგებულია ჰორიზონტალურ რიგებად დალაგებული კარგად თლილი ქვით. შესანიშნავად ნაწყობი კედლის კვადრების ნაპირები ცერადაა ჩაკვეთილი. თავად შენობა, რომელსაც ამჟამად საცხოვრებელი ფუნქცია აქვს, უხეშად დამუშავებული ქვითაა ნაგები. კუთხეებში და ღიობების ირგვლივ თლილი ქვის გრძელ-მოკლედ დალაგებული ქვებია დაწყობილი. ერთ-ერთ ღიობს, ვერტიკალურად დაყენებული ძველი აგურით გადაყვანილი ზედანი აქვს. შენობა სრულდება მსუბუქი ხის ფლიგელით, რომელიც სახეცვლილი და ამოშენებულია, მაგრამ ჯერ კიდევ შერჩენილი აქვს ხისაგან გამოკვეთილი კბილანისებური კარნიზი. საცხოვრებელი სახლი, თავისი საყრდენი კედლითურთ, აშკარად კომპლექსის შემადგენელი ნაწილია და საინტერესო არქიტექტურულ ნიმუშს წარმოადგენს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 13287