ქლუხორის უღელტეხილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქლუხორის უღელტეხილი
ქლუხორის უღელტეხილი
ქლუხორის უღელტეხილი
კოორდინატები: 43°14′38″ ჩ. გ. 41°52′00″ ა. გ. / 43.2440417° ჩ. გ. 41.8667500° ა. გ. / 43.2440417; 41.8667500
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
ყარაჩაი-ჩერქეზეთი
სიმაღლე 2781 
ქედი აფხაზეთის კავკასიონი
ამგებელი ქანები კრისტალური ფიქლები და გრანიტოიდი
ლანდშაფტი ალპური
ქლუხორის უღელტეხილი — საქართველო
ქლუხორის უღელტეხილი
ქლუხორის უღელტეხილი — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
ქლუხორის უღელტეხილი
სურათები ვიკისაწყობში

ქლუხორის უღელტეხილიუღელტეხილი საქართველოსა და რუსეთის (ყარაჩაი-ჩერქეზეთი) საზღვარზე, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გულრიფშის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს აფხაზეთის კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე. კოდორის ხეობას აკავშირებს თებერდის ხეობასთან. სიმაღლე ზღვის დონიდან 2781 მ. აგებულია პროტეროზოური და ქვედაპალეოზოური კრისტალური ფიქლებითა და გრანიტოიდებით. ქლუხორის უღელტეხილის მიდამოებში ალპური ლანდშაფტია. უღელტეხილზე გადადის სოხუმის სამხედრო გზა. 1942 წლის აგვისტოს მეორე ნახევრიდან მოყოლებული, უღელტეხილზე მიმდინარეობდა უმძიმესი ბრძოლები, საბჭოთა დივიზიები გმირულად ებრძოდნენ ნაცისტური გერმანიის არმიას. სიახლოვეს მდებარეობს ქლუხორის ტბა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]