ნაკრის უღელტეხილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერმინს „ნაკრა“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ნაკრა.
ნაკრის უღელტეხილი
კოორდინატები: 43°12′46″ ჩ. გ. 42°27′26″ ა. გ. / 43.21278° ჩ. გ. 42.45722° ა. გ. / 43.21278; 42.45722
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ყაბარდო-ბალყარეთი
სიმაღლე 3203 
ქედი სვანეთის კავკასიონი
გამავალი გზა საცალფეხო
აკავშირებს მდინარეების ნაკრისა და ბაქსანის აუზებს
ამგებელი ქანები კამბრიულისწინა კრისტალური ფიქალი
ლანდშაფტი სუბნივალური
ნაკრის უღელტეხილი — საქართველო
ნაკრის უღელტეხილი
ნაკრის უღელტეხილი — რუსეთი
ნაკრის უღელტეხილი

ნაკრის უღელტეხილი (რუს. Донгузорун) — უღელტეხილი საქართველოსა და რუსეთის (ყაბარდო-ბალყარეთი) საზღვარზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარ ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3203 მ. აგებულია კამბრიულისწინა კრისტალური ფიქლებით. დამახასიათებელია სუბნივალური ლანდშაფტი. საცალფეხო ბილიკით აკავშირებს მდინარეების ნაკრისა (მესტიის მუნიციპალიტეტი) და ბაქსანის (ყაბარდო-ბალყარეთი) აუზებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]