სურამის უღელტეხილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სურამის უღელტეხილი
სურამის უღელტეხილი
სურამის უღელტეხილი
კოორდინატები: 42°01′36″ ჩ. გ. 43°29′58″ ა. გ. / 42.0268833° ჩ. გ. 43.4995500° ა. გ. / 42.0268833; 43.4995500
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ხაშურის მუნიციპალიტეტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 948 
ქედი ლიხის ქედი
ამგებელი ქანები კრისტალური ფიქლები, გრანიტოიდი, ქვა
ფლორა ფართოფოთლოვანი ტყე
სურამის უღელტეხილი — იმერეთის მხარე
სურამის უღელტეხილი
სურამის უღელტეხილი — შიდა ქართლი
სურამის უღელტეხილი
სურათები ვიკისაწყობში

სურამის უღელტეხილიუღელტეხილი საქართველოში, შიდა ქართლისა და იმერეთის მხარეებში, ხაშურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს ლიხის ქედის სამხრეთ-დასავლეთ დადაბლებულ ნაწილში. სიმაღლე ზღვის დონიდან 948 მ. უღელტეხილის მიდამოები აგებულია პალეოზოური კრისტალური ფიქლებითა და გრანიტოიდებით, აგრეთვე ქვებით. სურამის უღელტეხილზე გადადის საავტომობილო გზა მდინარე სურამულის აუზიდან მდინარე ჩხერიმელის აუზში. შემოსილია ფართოფოთლოვანი ტყით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]