მარუხის უღელტეხილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მარუხი.
მარუხის უღელტეხილი
კოორდინატები: 43°21′58″ ჩ. გ. 41°23′01″ ა. გ. / 43.3661306° ჩ. გ. 41.3838694° ა. გ. / 43.3661306; 41.3838694
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
ყარაჩაი-ჩერქეზეთი
სიმაღლე 2746 
ქედი აფხაზეთის კავკასიონი
ამგებელი ქანები გრანიტოიდი
ლანდშაფტი გლაციალურ-ნივალური
მარუხის უღელტეხილი — საქართველო
მარუხის უღელტეხილი
მარუხის უღელტეხილი — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
მარუხის უღელტეხილი

მარუხის უღელტეხილი (რუს. Марухский перевал) — უღელტეხილი საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გულრიფშის მუნიციპალიტეტში და ყარაჩაი-ჩერქეზეთში. მდებარეობს აფხაზეთის კავკასიონის მთავარ ქედზე, მწვერვალ მარუხის დასავლეთით. სიმაღლე ზღვის დონიდან 2746 . მიდამოები აგებულია გრანიტოიდებით. დამახიათებელია გლაციალურ-ნივალური ლანდშაფტი. საცალფეხო გზით აკავშირებს ჩხალთის ხეობასა (გულრიფშის მუნიციპალიტეტი) და მარუხის ხეობას (ყარაჩაი-ჩერქეზეთი).

1942 წლის 25 აგვისტოდან მოყოლებული, მარუხის უღელტეხილზე მიმდინარეობდა უმძიმესი ბრძოლები, ქართული დივიზიები გენერალ-მაიორ კონსტანტინე ლესელიძის მეთაურობით გმირულად ებრძოდნენ ნაცისტური გერმანიის არმიას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]