ზღარბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზღარბა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ლათინური სახელი
Acantholimon

ზღარბა (Acantholimon), მცენარეების გვარი ტყვიაბალახასებრთა ოჯახისა. პატარ-პატარა ბალიშისებრი ბუჩქებია. აქვთ ეკლიანი ხაზურ-ლანცეტა ფოთლები და მარტოული ან ყვავილედებად შეკრებილი დიდი ვარდისფერი ან მეწამული ყვავილები.

150-მდე სახეობა გავრცელებულია ევრაზიის სამხრეთ ნაწილში. იზრდება მთის შუა და ზედა სარტყელში მშრალსა და ქვიან ფერდობებზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ხინთიბიძე ლ., ქსე, ტ. 4, გვ. 547, თბ., 1979