ვოლგოდონსკის გამარჯვების პარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვოლგოდონსკის გამარჯვების პარკი (რუს. Парк Победы) — კულტურისა და დასვენების პარკი ქალაქ ვოლგოდონსკში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. პარკი მდებარეობს ქალაქის ძველ ნაწილში. მისი ოფიციალური სახელია კულტურის მუნიციპალური ავტონომიური დაწესებულება „გამარჯვების პარკი“.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამარჯვების პარკი დაარსდა 1965 წლის 8 მაისს, ფაშისტებზე გამარჯვების 20 წლისთავის აღსანიშნავად.

1968 წელს პარკში დაიწყო სპორტის სასახლის მშენებლობა. მშენებლობას ხელმძღვანელობდა ქიმკომბინატის მთავრი ინჟნერი იოსებ ბოლოტინი. სპორტის სასახლეში მდებარ ეყინულის არენის მოცულობა უნდა ყოფილიყო 1 200 მაყურებელზე გათვლილი. გეგმის მიხედვით ვოლგოდონსკელებს მთელი წლის განმავლობაში უნდა შეძლებოდათ დაკავებულიყვნენ საციგურაო სპორტით. მაგრამ ქიმიურმა ქარხანამ აღნიშნული პროექტი არ დაასრულა.

1976 წლის 4 ნოემბერს გამარჯვების პარკში გააშენეს „პარტიისა და შრომის ვეტერანების ხეივანი“.

1979 წელს პარტიის რაიონულმა აღმასკომმა არქიტექტორ ტარას ბოტიანოვსკს დაავალა შეექმნა პარკის რეკონსტრუქციის პროექტი. ბოტიანოვსკი მუშაობდა სარატოვში მთავარ არქიტექტორად, 1974 წელს იგი გადავიდა ვოლგოდონსშკი, სადაც დაიწყო ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა. 1977 წელს კი დანიშნეს ვოლგოდონსკს მთავარ არქიტექტორად. გარდა გამარჯვების პარკისა, მან სხვა პროექტებიც განახორციელა ქალაქში. 2000 წელს მას ვოლგოდონსკის საპატიო მოქალაქის ტიტული მიანიჭეს[1].

1980 წელს დაიწყო პარკის რეკონსტრუქცია. 1985 წლის 22 აპრილს გაიხსნა „ხსოვნის ბაღი“. ხსოვნის ბაღის ახლოს მდებარეობს გმირი ქალქების მინდორი, რომელიც ასევე ტ. ბოტიანოვსკმა დააპროექტა[2].

1985 წლის 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 40 წლისთავზე გაიხსნა განახლებული პარკი და ამავე სახელობის მოედანი შადრევნით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Кукушин В. С. История архитектуры Нижнего Дона и Приазовья — Ростов-на-Дону: ГинГо, 1996

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ботяновский Тарас Григорьевич. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-05. ციტირების თარიღი: 2017-07-04.
  2. Памятники площади и парка Победы. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-05. ციტირების თარიღი: 2017-07-04.