მასწავლებლის ძეგლი (დონის როსტოვი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მასწავლებლის ძეგლი
Памятник учительнице
მდებარეობა დონის როსტოვი, რუსეთი
არქიტექტორი სერგეი ოლეშნია
მასალა ბრინჯაო
სიმაღლე 3,5 მ
გახსნის თარიღი 2012
Images.png გარე სურათები
Image-silk.png მასწავლებლის ძეგლი დონის როსტოვში


მასწავლებლის ძეგლი (რუს. Памятник учительнице) — ბრინჯაოს მონუმენტი დონის როსტოვში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ძეგლი გაიხსნა 2012 წლის 1 სექტემბერს № 78 სკოლის მახლობლად. ერთ-ერთი მოანდაკე, რომელიც მონაილეობდა ძეგლის პროექტის შექმნაში იყო სერგეი ოლეშნია[1].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წლის 1 სექტემბერს, ცოდნის დღესასწაულზე, უშუალოდ № 78 სკოლის სიახლოვეს დონის როსტოვის წითელარმიელთა ქუჩაზე აღმართეს პირველი მასწავლებლის ბრინჯაოს ძეგლი[2]. მასწავლებელი ქალის ძეგლი, მოქანდაკის ჩანაფიქრის მიხედვით გამოსახულია პირველკლასელ მოსწავლეებთან, გოგონასთან და ბიჭთან ერთად, რომლებიც მიდიან თავის პირველ გაკვეთილზე[2].

მასწავლებლისა და მოსწავლეების ქანდაკებების უკან აღმართულია თაღი, რომელიც სიმბოლურად დაკავშირებულია პედაგოგის ცხოვრების მთავარ მისიასთან — ისინი პირველები ეგებებიან მოსწავლეებს სკოლაში, შემდეგ კი მათ მხრებზეა უდიდესი და საპასუხისმგებლო მისია — სკოლის კედლებში მოამზადონ მოსწავლეები დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის.

ძეგლზე მუშაობა გრძელდებოდა ნახევარი წლის განმავლობაში და მასზე მუშაობდა რუსეთის სამხატვრო აკადემიის მოქმედი წევრი სერგეი ოლეშნია[3], რომლის ანგარიშზეცაა მრავალი თანამედროვე ქანდაკება, რომლებიც ამშვენებს ქალაქ დონის როსტოვს, კერძოდ მას ეკუთვნის იმპერატრიცა ელისაბედ I-ის ძეგლი და წყალსადენის ძეგლი.

ქანდაკების სიმაღლე შეადგენს 3,5 მეტრს. ძეგლის საზეიმო გახსნას ესწრებოდა როსტოვის ოლქის ვიცე-გუბერნატორი სერგეი გორბანი და ქალაქის მერი მიხეილ ჩერნიშევი[2].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]