ჩინური კვანძები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ერთი ტრადიციული ჩინური კვანძის რვა მაგალითი. ბედნიერებისა და წარმატების მომტანი

ჩინური კვანძები (ჩინ.: 中国结) — დეკორატიული ხელნაკეთობების ხელოვნება, რომელიც ჩინური ხალხური ხელოვნების ნაწილია, საფუძველი კი თანგისა და სუნგის დინასტიების პერიოდში ჩაეყარა.

ტრადიციული ჩინური დეკორატიური ნასკვები ჩინური ხელოვნების ერთ-ერთი ტიპური დარგია. ჩინელებისთვის „კვანძი“ ნიშნავს გაერთიანებას, მეგობრობას, მშვიდობას, სითბოს, ქორწინებას, სიყვარულს და სხვა ჩინური კვანძებით ხშირად გამოხატავენ კეთილ სურვილებს, ბედნიერებას და აყვავებას.

ჩინელებმა კვანძების შეკვრა ჯერ კიდევ მაშინ ისწავლეს, როცა სხეულის ცხოველების ტყავით შემოსვა დაიწყეს სითბოს შესანარჩუნებლად. უფრო მოგვიანებით, ჩინელები კვანძებს უკვე სხვადასხვა საგნების დასამაგრებლად და შესაფუთად იყენებდნენ. კვანძები გამოიყენებოდა მოვლენების აღსაწერად, მაშინ, როდესაც სხვები მათ დეკორატიული დანიშნულებით იყენებდნენ.

„ქალბატონის ფლეიტა“, ნანკინის მუზეუმი 1960 წლის არტეფაქტი

კვანძებს სახელწოდებები მინიჭებული აქვს ფორმის, წარმოშობისა და დანიშნულების მიხედვით. მაგალითად, ორი მონეტის კვანძი ძალიან ჰგავს იმ მონეტებს, რომლებიც ძველ ჩინეთში გამოიყენებოდა. ღილის კვანძი გამოიყენება, როგორც ღილი, ხოლო „სვასტიკის“ კვანზი სათავეს იღებს ბუდისტური სიმბოლოდან, რომელიც ქამრის ბაფთაზე ჩამოკიდებული დაჰქონდა ბუდისტური მადლიერების ღვთაებას.

კვანძები მჭიდროდ არის ერთმანეთში მოთავსებული და საკმაოდ ძლიერია, რომ გამოვიყენოთ შეკვრისთვის, რაც მას ძალიან პრაქტიკულს ხდის. ამასთან ერთად, ჩინური კვანძების ჩახლართული სტრუქტურა შესაძლებლობას იძლევა, მივცეთ მას სხვადასხვა ფორმა, რაც ზრდის მის დეკორატიულ ღირებულებას. თითქმის ყველა ძირითადი ჩინური კვანძი არის სიმეტრიული. არსებობს განსაზღვრული ტექნიკური შეზღუდვები დიზაინში, ახალი ნიმუშის და თემების შექმნაში. სიმეტრიულობა ჩინეთში აერთიანებსს დახვეწილ ორნამენტებსა და ესთეტიკურ სტანდარტებს და დიდი პოპულარობით სარგებლობს ჩინეთში.

გარდა ორი მონეტის კვანძისა, ჩინურ კვანძებს აქვს სამგანზომილებიანი სტრუქტურა. ის შეიცავს ორ სიბრტყეს, რომლებიც შეკრული და შეერთებულია, შუაში კი სიცარიელეს ტოვებს. ასეთი სტრუქტურა სიმკაცრეს აძლევს სამუშაოს და როდესაც მას კედელზე ჩამოკიდებენ, ის ინარჩუნებს თავის ფორმას. ცენტრში არსებული სიცარიელე იძლევა ძვირფასი ქვების ჩამატების საშუალებას.

კვანძის შეკვრის მეთოდები ფიქსირებულია, თუმცა, მოჭერას შეუძლია განსაზღვროს კვანძში დაჭიმულობის ხარისხი, მარყუჟების სიგრძე, ხაზების თანმიმდევრულობა და სისწორე. ასე, რომ იმას, თუ რა დონეზეა დაჭიმული კვანძი, შეუძლია ასახოს ხელოვანის ოსტატობა. კვანძი სრულდება მარგალიტისა და სხვა ძვირფასი თვლების შიგ ჩასმით.

ანტიკური ხანის შემდეგ ჩინური კვანძებით მუდმივად რთავდნენ სასახლეების დარბაზებს. ჩინური მაკრამე ასევე ჩანდა ხატვაში, ძერწვაში და ხელოვნების სხვა სახეობებში. მაგალითად, ჩინური მაკრამე გამოიყენებოდა სკამების დეკორაციისთვის, რომლებსაც იმპერატორები ხმარობდნენ. მაკრამეთი რთავდნენ ქოლგების კიდეებს, ქალის ქამარზე მიმაგრებულ ლენტებს, სარკეებსა და მარაოებს.

ჩინური კვანძების უსასრულო ვარიაციებმა და ელეგანტურმა ნიმუშებმა, ისევე, როგორც სხვადასხვა გამოყენებული მასალის სიმრავლემ (ბამბა, აბრეშუმი, ტყავი და ძვირფასი მეტალები), გაზარდა ჩინური კვანძების გამოყენება. სამკაულები, ტანსაცმელი, ავეჯი, საჩუქრის შეფუთვა მჭიდროდ არის დაკავშირებული უნიკალურ ჩინურ კვანძებთან. კედელზე დასაკიდ დიდ ჩინურ კვანძებს იგივე დეკორატიული ღირებულება აქვს, როგორიც ნახატებსა და ფოტოებს. ასეთი კვანძები იდეალურია სასტუმრო ოთახის ან სამუშაო ოთახის მოსართავად.

რეგიონალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოთხი რიგის პან ჩანგის კვანძი ჯვრის კვანძით.
წარმატების მომტანი კვანძის მაგალითი
ჩინური პეპლის კვანძი, ჯვრის კვანძთან ერთად
აგემაკის კვანძი

ჩინეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისტორიულად კვანძების გაკეთება იყოფა ნასკვებად და თოკებად. დინასტიების პერიოდში გარკვეული რაოდენობის ხელოსნები იყვნენ სამეფო კარზე და სამეფო კარის გარეთაც, რათა ეწარმოებინათ თოკები და ნასკვები, რათა დაეკმაყოფილებინათ გაზრდილი მოთხოვნილება მათზე, როგორც სამეფო კარზე, ასევე მის გარეთ. თოკები, ნასკვები და ფოჩები თავდაპირველად განცალკევებით იყვნენ, შემდეგ კი მოხდა მათი კომბინირება.

ჰონგ კონგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰონგ-კონგზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა დასავლურმა კულტურამ, ამგვარად ჩინური კვანძები თითქმის უხილავია იქ მცხოვრები ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში. მიუხედავად ამისა, ჩინურ ახალ წელზე შენ ჯერ კიდევ დაინახავ ჩინურ კვანძებს ჩამოკიდებულს სახლების კელდებზე, კარებზე და მაღაზიებში დეკორაციისთვის, რათა იგრძნობოდეს საფესტივალო, სადღსასწაულო განწყობა. ჩვეულებრივ, ეს დეკორაციები წითელი ფერისაა, რადგან ჩინური ტრადიციების მიხედვით წითელი ფერი არის „წარმატების“ ფერი.

კორეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კორეაში დეკორატიული კვანძები ცნობილია, როგორც მედეუბი (매듭), ხშირად უწოდებენ კორეულ კვანძებს. მედეუბის საწყისი კორეაში უკავშირდება სამ სამეფოს პირველ საუკუნეში. მედეუბის საგნები თავდაპირველად გამოიყენებოდა რელიგიურ ცერემონიებში. ჩინური კვანძების ხელოვნებით შთაგონებული, კედლის მხატვრობა ნაპოვნია ანაკში, ჰვანგჰეს პროვინციაში, ახლანდელ ჩრდილოეთ კორეაში, რომელიც 357 წლით თარიღდება, ეს ნამუშევარი მიუთითებს, რომ აბრეშუმი ყვაოდა იმ პერიოდში. დეკორეტიულ თოკებს იყენებდნენ აბრეშუმის კაბებში, ხმლების გაფორმებაში, არისტოკრატების პირადი ნივთების, ქამრების ჩამოსაკიდად, რომლებსაც იყენებდნენ რიტუალებში, რომელიც თანამედროვე საქორწილო ცერემონიებში გრძელდება. კორეული კვანძები განსხვავდება კორეული ნაქარგებისგან. მედეუბი კვლავ რჩება ტრადიციულ ხელოვნებად, განსაკუთრებით ძველი თაობისთვის.

ძირითად კვანძს მედეუბში ეწოდება დორე ან ორმაგად დაკავშირებული კვანძი. კვანძი დორე გამოიყენება კვანძების შედგენის დასაწყისსა და დასასრულში. ძირითადად არსებობს 33 კორეული კვანძი, რომელიც რეგიონების მიხედვით განსსხვავდება. ბონგ სოლის ფოჩი აღსანიშნავია, როგორც ყველაზე მიახლოებული დასავლეთთან და ხშირად იყიდება, როგორც მაკრამე-სტილის კედლის გასაფორმებელი სუვენირი.

იაპონია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განსაკუთრებული მახვილი თასმები, რომლებიც გამოიყენება კვანძების გასაკეთებლად არის იაპონური კვანძები (აგრეთვე ცნობილი როგორც ჰანამუსუბი), რომელიც ემხრობა ინდივიდუალურ კვანძებზე ფოკუსირებას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ცნობარი „რა ვიცით ჩინეთის შესახებ?“ თბ.2015 გვ.20

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]