2014 UZ224

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
2014 UZ224

აღმოჩენა
აღმომჩენი დევიდ გერდესი
აღმოჩენის თარიღი 19 აგვისტო, 2014
საზოგადოებას ეუწყა:
11 ოქტომბერი, 2016
ორბიტალური მახასიათებლები
ეპოქა: JD 2457600.5
აფელიუმი 180 აე
პერიჰელიუმი 37.97 აე
ფიზიკური მახასიათებლები
ბრუნვის პერიოდი (T) 1136,42 წელი
ხილული ვარსკვლავური სიდიდე 23.2
აბსოლუტური ვარსკვლავური სიდიდე 3.5

2014 UZ224ტრანსნეპტუნური ობიექტი და შესაძლო ჯუჯა პლანეტა მზის სისტემაში. 2016 წლის 10 ოქტომბრის მონაცემებით, მზიდან დაშორებულია დაახლოებით 91,6 ასტრონომიული ერთეულით (13,6 მლრდ კმ), თუმცა ყოველ 2142 წელიწადში ერთხელ, მზეს 38 ასტრონომიულ ერთეულამდე მანძილით უახლოვდება. ამჟამად, 2014 UZ224 მესამე ცნობილი უშორესი ობიექტია მზიდან, ერისისა (96.2 აე) და V774104-ის (~103 აე) შემდეგ.

ჯუჯა პლანეტა მზის გარშემო ერთი სრული წრის შემოვლას იგი 1100 წელს ანდომებს.

მიუხედავად იმისა, რომ მზის სისტემაში ოფიციალურად აღიარებულია მხოლოდ ხუთი ჯუჯა პლანეტა, ვარაუდობენ, რომ მინიმუმ 100 მსგავსი ობიექტი იმალება კოიპერის სარტყელშინეპტუნის ორბიტის გადაღმა მდებარე რეგიონში, სადაც თავმოყრილია მრავალი კომეტა, ასეტეროიდი და პატარა პლანეტური სხეული.

ჯუჯა პლანეტა Dark Energy Survey-ს გამოყენებით, დამამთავრებელი კურსის სტუდენტთა ჯგუფმა აღმოაჩინა მიჩგანის უნივერსიტეტის ფიზიკოსის, დევიდ გერდესის ხელმძღვანელობით.

ახლად აღმოჩენილი 2014 UZ224-ის დიამეტრი სავარაუდოდ 530 კილომეტრია.

შედარებისათვის, პლუტონის თანამგზავრის, ქარონის დიამეტრი 1200 კილომეტრია, მზიდან მაქსიმალური დაშორება კი 7,3 მილიარდი კმ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=2014_UZ224&oldid=4457604“-დან