მარსის ქრონიკები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„მარსის ქრონიკები“
The Martian Chronicles

ავტორი რეი ბრედბერი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
თემა სიყვარული. სინანული. ფილოსოფია.
ჟანრი საშინელებათა, ფენტეზი, სამეცნიერო ფანტასტიკა, ინტერსტიციალური
გამომცემელი Doubleday
გამოცემის თარიღი 1950
ქართულად გამოიცა 1973
მედია მაგარი ყდა
გვერდი 222
ISBN 978-2-207-30001-5

მარსის ქრონიკებირეი ბრედბერის 1950 წლის სამეცნიერო ფანტასტიკის მოთხრობების კრებული. წიგნში, დედამიწა გამოუსადეგარი ხდება და კაცობრიობა იძულებული შეიქნება ახალი თავშესაფარის საძიებლად, მარსსა და დედამიწას შორის კი კონფლიქტი ისახება. ნაწილობრივ კრებული, ნაწილობრივ კი ეპიზოდური რომანი, შეიცავს 1940-იან წლებში სხვადასხვა ჟურნალებში გამოქვეყნებულ ბრედბერის მოთხრობებს. წიგნს არ გააჩნია კონკრეტული ჟანრი და მიჩნეულია ინტერსტიციალურ ვინიეტურად. [1]

აგებულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წიგნზე გავლენა მოახდინა შერვუდ ანდერსონის „უაინსბურგ, ოჰაიომ“[2] და ჯონ სტეინბეკის მრისხანების მტევნებმა.[3] ბრედბერიმ მარსის ქრონიკებს, სტრუქტურის გამო უწოდა „რომანის ძმობილი“ და „ყალთაბანდი რომანი“. აგებულებით, იგი ჰგავს ბრედბერის მოთხრობების კრებულ „ტანმოხატულ კაცს“. ორივე რომანს აქვს ცენტრი, რომლის გარშემო ბრუნავენ მოთხრობები.

აიზეკ აზიმოვის „დასაბამის სერიის“ მსგავსად, მარსის ქრონიკები მომავლის ისტორიას მოგვითხრობს. ისტორიები თანმიმდევრულად მიუყვებიან ერთმანეთს. ისტორია დაყოფილია სამ ნაწილად, ძირითადი ფაქტორები კი ორად: გადაშენების პირას მყოფი ადამიანები და მარსელები.

პირველ ნაწილში (1999 წლის იანვრიდან - 2000 წლის აპრილამდე), ადამიანები მარსისკენ იკვლევენ გზას, მარსელები კი იშორებენ მათ. გადამწყვეტ მოთხრობაში - „დაე მთვარემ მარად ანათოს“, დედამიწელების მეოთხე ექსპედიციას მარსი გაუდაბურებული ხვდება, რადგან წინა ექსპედიციებისას ჩატანილმა მიკრობებმა მარსელები გადააშენეს. იწყება მეორე ნაწილი (2001 წლის დეკემბრიდან - 2005 წლის ნოემბრამდე), სადაც ადამიანები გაუდაბნოებულ პლანეტაზე სახლდებიან და ამაოდ ცდილობენ მარსის დედამიწად გარდაქმნას. აგრეთვე, კონტაქტს ამყარებენ გადარჩენილ მარსელეთან, რომლებიც ცოტანიღა დარჩნენ. როგორც კი დედამიწაზე ომი ახლოვდება, ახალმოსახლეთა უმეტესობა სახლში ბრუნდება. ატომური ომი ემუქრება ჩვენს პლანეტას და მარსთან კავშირი წყდება, საიდანაც მესამე ნაწილი (2005 წლის დეკემბრიდან - 2026 წლის ოქტომბრამდე), ომის ნარჩენებზე იწყება და გადარჩენილი ადამიანები, მარსელები ხდებიან, თუნდ ისინი ძალიან მცირედიღა დარჩნენ.

წიგნის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წიგნი, პირველად გამოქვეყნდა გაერთიანებულ სამეფოში, „The Silver Locusts“-ის სახელით. ზოგიერთ გამოცემაში დამატებულ იქნა თავი, სახელად „The Fire Balloons“, ზოგან კი სივრცისთვის ამოიღეს „Usher II“. ესპანურ გამოცემაში ამ მოთხრობებს წინ მიუღძვოდა ხორხე ლუის ბორხესის მიერ დაწერილი პროლოგი.

1963 წელს, წიგნი გამოქვეყნდა Time Reading Program-ში, ფრედ ჰოილის წინასიტყვაობით.

1979 წელს, რბილი ყდით გამოსცა გამომცემლობა Bantam Books-მა, იან მილერის ილუსტრაციებით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-30. ციტირების თარიღი: 2016-04-30.
  2. "Run Fast, Stand Still, or, The Thing at the Top of the Stairs, or, New Ghosts from Old Minds," How to Write Tales of Horror, Fantasy & Science Fiction, edited by J. A. Williamson, Writers Digest Books, 1986; collected in Zen in the Art of Writing.
  3. "Run Fast, Stand Still, or, The Thing at the Top of the Stairs, or, New Ghosts from Old Minds," How to Write Tales of Horror, Fantasy & Science Fiction, edited by J. A. Williamson, Writers Digest Books, 1986; collected in Zen in the Art of Writing.