Powell Peralta

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Powell-Peralta-ს ლოგო

Powell-Peralta — ამერიკული სკეიტბორდის კომპანია, დაარსებული 1978 წელს ჯორჯ პაუელისა და სტეისი პერალტას მიერ. კომპანიას ჰყავდა გუნდი სახელად Bones Brigade, რომელიც აერთიანებდა თავისი დროის საუკეთესო სკეიტბორდერებს.

ფონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯორჯ პაუელი სწავლობდა ინჟინერიას სტენფორდის უნივერსიტეტში. სკეიტბორდის დამზადება დაიწყო სახლის პირობებში 1957 წელს. 1973 წელს თავისივე დამზადებული ძველი სკეიტბორდი მისცა შვილს, რომელმაც დაიწუწუნა, რომ ის გლუვად არ სრიალებდა. პაუელი ხელახლა დაინტერესდა სკეიტბორდინგით, როცა მიხვდა რომ პოლიურეთანის ბორბლები სკეიტბორდით სრიალს უკეთესს ხდიდა. ამის გამო მან იყიდა პოლიურეთანი და გააგრძელა სკეიტბორდის დაფებისა და ბორბლების დამზადება. ასევე გამოიყენა ახალი მასალაც: მეტალოპლასტმასი და ალუმინი. მისი დაფების ერთ-ერთი შემმოწმებელი იყო სკეიტბორდერი სტეისი პერალტა.

პაუელმა შეწყვიტა თავისი სამსახური ავიაციაში და ლოს-ანჯელესიდან სანტა-ბარბარაში გადავიდა, რომ დაეწყო სკეიტბორდის წარმოება. 1976 წელს თავისი დამზადებული დაფა, რომლის კონსტრუქციასაც ქუიქსილვერი დაარქვა, მიჰყიდა ტომ სიმსს. ამას მოჰყვა ქუიქთეილი. ასევე ამზადებდა ბორბლებსაც, რომლებსაც Bones (ქართ. ძვლები) დაერქვა, ადამიანის ძვლის მსგავსი შეფერილობის გამო.

დაარსება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1978 წელს ჯორჯ პაუელმა სტეისი პერალტასთან ერთად დააარსა კომპანია Powell-Peralta. პერალტას დიდი სახელი ჰქონდა სკეიტბორდინგში, ამიტომ გუნდის მენეჯერობა და რეკლამირება საკუთარ თავზე აიღო. 1979 წელს შეკრიბეს გუნდი, სახელად Bones Brigade(მსგავსების მიუხედავად, კავშირში არაა ბორბლების სახელთან), რომელიც აერთიანებდა ბევრს იმდროინდელი საუკეთესო სკეიტერებიდან. Powell-Peralta-ს პროდუქტის დიზაინი შექმნილი იყო ჩონჩხების მოტივზე, რამაც ეს კომპანია გამოარჩია დანარჩენებისგან და დაეხმარა გამხდარიყო, შესაძლოა, საუკეთესო 1980-იან წლებში. ისინი უშვებდნენ დაფებს, რომლებზეც გამოსახული იყო გუნდის წევრების სიმბოლოები: მაიკ მაკგილის — თავის ქალაზე შემოხვეული გველი, კევინ ჰარისის — თავში ისარგაყრილი კანადელი სამეფო პოლიციელის ჩონჩხი, პერ უელინდერის — ვიკინგის ჩონჩხი და ა.შ.

გუნდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღსანიშნავი წევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სია აღსანიშნავი სკეიტბორდერების, რომლებიც ყოფილან Powell-Peralta-ს გუნდში:

  • ალან გელფანდი
  • ბაქი ლასეკი
  • გაი მარიანო
  • დაგ ზისკოვსკი
  • დევიდ "დეივ ზი" ზაკშევსკი
  • დენი უეი
  • ენდი მაკდონალდი
  • ერიკ სანდერსონი
  • კევინ სტააბი
  • კევინ ჰარისი
  • კიტ ერიკსონი
  • კრის სენი
  • ლენს მაუნთინი
  • მაიკ ველელი
  • მაიკ მაკგილი
  • მაიკლ ბოუენი
  • მარკ საიტო
  • ნიკი გურერო
  • პერ უელინდერი
  • რეი ანდერჰილი
  • რეი ბარბი
  • რეი "ბოუნს" როდრიგეზი
  • რიჩი დანლეფი
  • როდნი მალენი
  • როდნი ჯონსი
  • სკოტ ფოსი
  • სტივ კაბალერო
  • სტივ როკო
  • სტივ სეიზი
  • სტივ სტედჰემი
  • ტედი ბენეტი
  • ტომი გურერო
  • ტონი ჰოკი
  • ფრენკი ჰილი
  • ქემერონ მარტინი
  • ქოლინ მაკკაი
  • ჩეტ თომასი
  • ჯეს მარტინეზი
  • ჯიმ თაიბოდი
  • ჯორჯიო ზატონი

ახლანდელი წევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვეტერანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • კევინ ჰარისი
  • მაიკ მაკგილი
  • სტივ კაბალერო
ქუჩის/სკეიტპარკის[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ბრენდონ ვილანუევა
  • ედი "მაითი" მორენო
  • კიკო ფრანცისკო
  • ნოლან მანრო
  • ჩარლი ბლერი
დაღმართის[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ბაირონ ესერტი
  • კევინ რაიმერი
  • ჯეი არ დურენი
თავისუფალი სტილის[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • კილიან მარტინი

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • The Bones Brigade Video Show (1984)
  • Future Primitive (1985)
  • The Search for Animal Chin (1987)
  • Public Domain (1988)
  • Axe Rated (1988)
  • Ban This (1989)
  • Propaganda (1990)

კრიზისი და Powell Corporation-ის გაფორმება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1980-იანი წლების დასასრულს, სკეიტერების შექმნილმა ახალმა სკეიტბორდის კომპანიება გაიზიარეს Powell-Peralta-ს კლიენტურა. ბევრმა წევრმა დატოვა Bones Brigade და სხვა კომპანიას შეუერთდა. 1991 წლის ბოლოს სტეისი პერალტამაც მიატოვა Powell-Peralta და კომპანია გადაფორმდა Powell Corporation სახელით. Powell Corporation თავის მხრივ აერთიანებდა სამ სკეიტბორდის კომპანიას ერთი გუნდით — Bones Brigade. ეს კომპანიები იყო: Powell Skateboards, Bones Wheels და Bones Bearings

Powell Skateboards-ის ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Eight (1991)
  • Celebrity Tropical Fish (1991)
  • Hot Batch (1992)
  • Chaos (1992)
  • Play (1993)
  • Suburban Diners (1994)
  • Scenic Drive (1995)
  • Strip Mall Heroes (1998)
  • Magic (1999)
  • FUN (2009)

Bones Wheels-ის ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • The Bones Video (2011)
  • New Ground (2013)

Bones Bearings-ის ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Class Of 2000 (1999)

ასევე, 2000 წელს, უშვებდნენ ტრიუკების სასწავლო ვიდეოებს, სადაც Bones Brigade-ის წევრები მაყურებელს ასწავლიდნენ სხვადასხვა სკეიტბორდის ტრიუკის თეორიას. ამ ვიდეოების კრებულს Basic Training ჰქვია და არ არის შესული Bones Brigade-ის ფილმოგრაფიაში.

ხელახლა გაერთიანება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომპანიამ, Powell Classic-ის სახელით, თავიდან მიაღწია წარმატებას 1980-იანი წლების დაფების მოდელების თავიდან გამოშვებით. 2010 წლის ბოლოს ჯორჯ პაუელი და სტეისი პერალტა ისევ გაერთიანდნენ, Powell Classic და Powell Skateboards შეაერთეს და გუნდის პროფესიონალი წევრების დაფების მოდელების გაყიდვა ისევ Powell-Peralta-ს სახელით განაგრძეს. Powell-Peralta ახლაც უშვებს დაფების ძველ და ახალ მოდელებს. ასევე კომპანიებიც: Bones Wheels და Bones Bearings ისევ აგრძელებენ არსებობას.

2011 წლის მარტში გამოცხადდა, რომ Powell-Peralta-ს ლეგენდარული ლოგოსა და დაფების გრაფიკის დიზაინერი, ვერნონ კორტლენდ ჯონსონი, დაუბრუნდა Powell-Peralta-ს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]