ფარი (გაზეთი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ფარი.

„ფარი“ქართული ყოველკვირეული გაზეთი სოციალურ-ფედერალისტური მიმართულებისა. გამოდიოდა 1908 წელს ქუთაისში. გამოიცა 5 ნომერი. რედაქტორ-გამომცემელი — კ. ბაქრაძე. იბეჭდებოდა წერილები ეროვნულ საკითხებზე, ხელოვნებისა და პრესის მიმოხილვა, ქრონიკა, ბიბლიოგრაფია; ჰქონდა პოლემიკა სოციალურ-დემოკრატიულ პრესასთან. „ფარის“ შემდეგ იმავე პროგრამით გამოვიდა გაზეთი „შრომა“ (1908).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]