მზეჭაბუკ ათაბაგის ციხე-დარბაზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მზეჭაბუკ ათაბაგის ციხე-დარბაზი
ჯაბა ლაბაძის ფოტო

მზეჭაბუკ ათაბაგის ციხე-დარბაზი, ჭაბუკის ციხე (თურქ. Erkek kalesi) — გვიანი შუა საუკუნეების ქართული ციხე-დარბაზი დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე.

ციხე-დარბაზი კოლა-ოლთისში მოგზაურობის დროს უნახავს ექვთიმე თაყაიშვილს, რომელიც გვაძლევს მის სრულ აღწერილობას. მისი მონაცემებით ციხე-დარბაზი მდებარეობს იქ სადაც მდინარე დემურ-კიშლა ერთვის ბარდუსის წყალს (ბარდუს-ჩაი), ვიწრო, გრძელ ტერასზე. ციხესიმაგრეში ყველაზე უკეთ დაცული იყო სასახლის ერთნავიანი ეკლესია. ეკლესიის თაღი ჩამოქცეულია. შესასვლელი აქვს სამხრეთით, ფანჯრები აღმოსავლეთით, დასავლეთით და სამხრეთით. კარი შემკული ყოფილა მდიდრული ჩუქურთმებით და ნახევარწრიული კამარით, რომლის ქვეშაც ქვაზე ღვთისმშობლის ფიგურა ყოფილა ყრმით. კარის მარჯვნივ ხუთ დიდ ქვაზე დიდრონი გადაბმული ასომთავრულით ნაკლულოვანი წარწერა ყოფილა

ვიკიციტატა
„...ამ ეკლესიის აღმშენებელ[სა ათაბაგსა პა]ტრონსა მზეჭაბუკს დღეგრძელობით შეუნდვნენ ღმერთმან[1].“

ექვთიმე თაყაიშვილის აზრით წარწერა უნდა ეკუთვნოდეს მზეჭაბუკ ათაბაგს, ყვარყვარე II-ის ძეს, რომელიც გარდაიცვალა 1516 წელს.

ციხესიმაგრესთან მისასვლელი მხოლოდ აღმოსავლეთის მხრიდან არის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დაბრუნება, ტ. 1, თაყაიშვილი ექვ. არქეოლოგიური ექსპედიცია კოლა-ოლთისში და ჩანგლში 1907 წელს, თბ., 1991
  • გივიაშვილი ი., ბარდუსის ხეობის არქიტექტურული მემკვიდრეობის წინასწარი მიმოხილვა, სამეცნიერო პარადიგმები, თბ., 2009

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დაბრუნება, ტ. 1, თაყაიშვილი ექვ. არქეოლოგიური ექსპედიცია კოლა-ოლთისში და ჩანგლში 1907 წელს, თბ., 1991, გვ., 340