ვალვასორები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვალვასორები (ძვ. ლათ. vassus vassorum-დან — „ვასალების ვასალი“; ძვ. ფრანგ. vavassor, vavassour, ფრანგ. vavasseur) — რაინდების მიერ მინიჭებული მცირე ფეოდების მფლობელები შუა საუკუნეების იტალიასა და საფრანგეთში. უმეტესწილად დამოკიდებულნი იყვნენ იტალიაში წარმოქმნილ მსხვილი ქალაქებზე. დროთა განმავლობაში იძულებულნი იყვნენ, ამ უკანასკნელებისგან მოეპოვებინათ მოქალაქეობის უფლება და ამგვარად ქმნიდნენ ქალაქის წარჩინებულთა ნაწილს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]