თავბრუსხვევა (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Vertigo
ჟანრი ფსიქოლოგიური თრილერი
დამდგმელი რეჟისორი ალფრედ ჰიჩკოკი
პროდიუსერი ალფრედ ჰიჩკოკი
სცენარის ავტორი სემუელ ტეილორი
ნაწარმოები ბუალო-ნერსეჟაკი
როლებში ჯეიმზ სტიუარტი, კიმ ნოვაკი
კომპოზიტორი ბერნარდ ჰერმანი
ოპერატორი რობერტ ბარსკი
მონტაჟი ჯორჯ ტომაზინი
დისტრიბუტორი Paramount Pictures
გამოსვლის თარიღი 9 მაისი, 1958
ხანგრძლივობა 128 წუთი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $ 2 479 000
შემოსავალი $ 7 311 013

თავბრუსხვევა (ინგლ. Vertigo) — ალფრედ ჰიჩკოკის ფსიქოლოგიური თრილერი. გადაღებულია 1958 წელს. მთავარ როლებს ჯეიმზ სტიუარტი და კიმ ნოვაკი ასრულებენ. ფილმს გამოსვლისას დიდი კომერციული წარმატება არ ჰქონია და კრიტიკამ განსხვავებულად შეაფასა, თუმცა დღეს ის ჰიჩკოკის ერთ-ერთ შედევრად მიიჩნევა.

გადაღება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰიჩკოკს სურდა ბუალო-ნერსეჟაკის რომანის, „ის, რომელიც არ იყო“ ეკრანიზაცია, თუმცა საავტორო უფლებების შესყიდვა მას რამდენიმე საათით დაასწრო ანრი-ჟორჟ კლუზომ, რომელმაც ფილმი „ეშმაკები“ გადაიღო. ჰიჩკოკმა ფრანსუა ტრიუფოსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ შემდგომში ტომ ნერსეჟაკმა სპეციალურად ჰიჩკოკისთვის დაწერა ისტორია, რომელსაც დაეფუძნა ფილმი „თავბრუსხვევა“, მაგრამ შემდგომში ეს უარყო თავად ნერსეჟაკმა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]