ფრახტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფრახტი (გერმ.: Fracht) — გემით ტვირთის გადაზიდვის ქირა, საფასური. სიტყვას ასევე ხშირად იყენებენ, როგოეც დაქირავებული (დაფრახტული) გემით გადაზიდულ ტვირთს.[1]

ფრახტი საზღვაო გადაზიდვის ხელშეკრულებაა – შეთანხმება, რომელიც ადგენს მგზავრებისა და ტვირთის ზღვით გადაყვანისა და გადაზიდვის პირობებს, საზღვაო გადაზიდვის ხელშეკრულების თანახმად, გადამზიდავი ვალდებულებას იღებს მიიღოს და ჩაიტანოს ტვირთი დანიშნულების ადგილას და ჩააბაროს. გამგზავნი კი – გადაიხადოს განსაზღვრული გადაზიდვის გადასახადი. საზღვაო გადაზიდვის ხელშეკრულება, როგორც წესი, ასევე შეიცავს დატვირთვის, გადმოტვირთვის, უფლებების, მოვალეობების, მხარეთა პასუხისმგებლობების ჩარჩოებს, ფრახტის გადახდის წესსა და დავათა გადაწყეტის პირობებს. საზღვაო გადაზიდვის ხელშეკრულება იდება წერილობით.

დისტანციური ფრახტი — გადაზიდვის მანძილის პროპორციულად გადასახდელი, გადაზიდვის გადასახადი.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]