შინაარსზე გადასვლა

ჰოური გაბეშიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰოური გაბეშიანი

ჰოური გაბეშიანი (სომხ. Հուրի Գեբեշյան; დ. 27 ივლისი, 1989, კემბრიჯი, აშშ) — სომეხი-ამერიკელი მხატვრული ტანმოვარჯიშე, რომელიც წარმოადგენდა სომხეთს 2011 წლის მხატვრული ტანვარჯიშის მსოფლიო ჩემპიონატში,[1] 2015 წლის მხატვრული ტანვარჯიშის ევროპის ჩემპიონატში[2] და 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე. 2008-2011 წლების სეზონებში იგი იყო ლოვა ჰაუკეის გუნდში.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰოური გაბეშიანი დაიბადა 1989 წლის 27 ივლისს კემბრიჯში. მისი მშობლები არიან ქრისტინა აბრაჰამიანი და იაგოპ გაბეშიანი. მან დაამთავრა ნიუტონის ჩრდილოეთის საშუალო სკოლა 2007 წელს.[3]

ტანვარჯიშის კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2005 - 2007: კარიერა კლუბში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2005 წლის J. O. ნაციონალურზე გაბეშიანმა 34-ე ადგილი დაიკავა.[4] კლუბში ასპარეზობის დროს იგი მასაჩუსეტსის ტანვარჯიშის ცენტრში ვარჯიშობდა; მისი მწვრთნელები იყვნენ პატრიკ პალმერი, შიჰინ მაო და ჯო მასინო.[5]

2008 - 2011: კარიერა კოლეჯში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰოური გაბეშიანმა ლოვა ჰაუკეის გუნდში ასპარეზობა 2008 წლის სეზონში დაიწყო. კლუბში ყოფნის მეორე წელს (2010), მან ტურნირების ყველა კატეგორიაში იასპარეზა. როგორც ახალგაზრდა, 9.950 ქულით, იგი იყო 2010 წლის „BIG-10“ ბიმის ჩემპიონი.

2011 - დღემდე: საერთაშორისო კარიერა სომხეთისათვის[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაბეშიანის ოჯახმა ფინანსურად ხელი შეუწყო ჰოური გაბეშიანს რათა ეასპარეზა ტოკიოში, იაპონიაში 2011 წლის ოქტომბერში გამართულ მხატვრული ტანვარჯიშის 2011 წლის მსოფლიო ჩემპიონატში.[6] მან ტურნირში მონაწილეობა მიიღო და 45.899 ქულით 128-ე ადგილი დაიკავა.[7] იგი 2012 წლის ოლიმპიადაზე მოასპარეზე გუნდში ვერ მოხვდა, თუმდა წარმოადგენდა მესამე რეზერვს.[8][9]

საერთაშორისო ტურნირებში ოთხწიანი პაუზის შემდეგ, გაბეშიანი საერთაშორისო ასპარეზობას დაუბრუნდა 1015 წლის მხატვრული ტანვარჯიშის წვროპის ჩემპიონატზე, რომელიც 2015 წლის აპრილში, მონპელიეში შედგა. მან ფინალში იასპარეზა და 51.198 ქულით 19-ე ადგილი დაიკავა.[10]

გაბეშიანი ასპარეზობდა გლაზგოში (შოტლანდიაში) გამართულ 2015 წლის მხატვრული ტანვარჯიშის მსოფლიო ჩემპიონატში. 17 აპრილს გაბეშიანმა 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროში, ბრაზილიაში გასამართ ზაფხულის ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლება მიიღო. იგი სომხეთის სახელით ოლიმპიადაში წარსდგა 2016 წლის 7 აგვისტოს, მხატვრული ტანვარჯიშის ღონისძიებაში.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰოური გაბეშიანმა 2011 წელს დაამთავრა ლოვას უნივერსიტეტი სპორტულ აღზრდის ბაკალავრის ხარისხით. 2012 წელს დაიწყო განათლების მიღება „ვეიკ ფორესტის მედიცინის სკოლაში“; აქ სწავლება 2014 წელს დაამთავრა სამედიცინო მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხით.[11] ახლა იგი ექიმის ასისტენტად მუშაობს ოჰაიოს კლივლანდის კლინიკაში.

გაბეშიანი ამჟამად დაქორწინებულია დოქტორ დუან ეჰრედტ ჯუნიორზე, რომელიც არის ფეხისა და ტერფის ქირურგი და დამხმარე პროფესორი პედიატრიული ქირურგიისა და ბიომექანიკის კენტის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედიატრიული მედიცინის კოლეჯში.

იგი ინარჩუნებს ორმაგ: ამერიკისა და სომხეთის მოქალაქეობას.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]