ჰეპატოპანკრეასი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოუმწიფებელი 5 მმ სიგრძის Haliotis asinina -ს ანატომია ნიჟარის გარეშე.
სურათზე ნაცრისფრად ნაჩვენებია მანტია, რომელიც ფარავს ცხოველის ზურგის ზედაპირის უმეტეს ნაწილს.[1] ლაყუჩები (g), საჭმლის მომნელებელი ჯირკვალი (dg), შემაერთებელი კუნთი (am), ეპიპოდიალური საცეცები (ept), მარჯვენა მანტიის წილი (rml), თვალის ლაქა (es), ცეფალური საცეცები (ct) და მარცხენა მანტიის წილი (lml).

ჰეპატოპანკრეასი, მომნელებელი ჯირკვალი ან შუა ნაწლავის ჯირკვალი წარმოადგენს ფეხსახსრიანების და მოლუსკების საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ორგანოს. მის მიერ განხორციელებული ფუნქციები, ძუძუმწოვრებში ცალ-ცალკე უზრუნველყოფილია ღვიძლისა და პანკრეასის მიერ, მათ შორის საჭმლის მომნელებელი ფერმენტების გამომუშავება და მონელებული საკვების შეწოვა.[1]

ფეხსახსრიანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაჩვენებია, რომ ფეხსახსრიანებს, განსაკუთრებით ტოლფეხიანების რიგის დეტრიტოფაგებს - Oniscidea-ს (ხის ტილები), შეუძლიათ მძიმე მეტალების აკუმულაცია ჰეპატოპანკრეასში.[2] ამან შეიძლება გამოიწვიოს ბიოაკუმულაცია კვებითი ჯაჭვის მეშვეობით და გავლენა მოახდინოს კვების ქსელის განადგურებაზე, თუ დაგროვება საკმარისად მაღალი იქნება დაბინძურებულ ადგილებში; მაგალითად, მძიმე მეტალების მაღალი კონცენტრაცია შეინიშნება Dysdera-ს გვარის ობობებში, რომლებიც იკვებებიან ხის ტილებით და შესაბამისად მათი ჰეპატოპანკრეასით - რომელიც ტოლფეხიანებში მძიმე მეტალების აკუმულირების ძირითადი ორგანოა.[3]

მოლუსკები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Pseudunela cornuta-ს ზოგადი ანატომიის 3D რეკონსტრუქციაზე მწვანედ ნაჩვენებია საჭმლის მომნელებელი ჯირკვალი (dg).
Pseudunela cornuta-ს საჭმლის მომნელებელი სისტემის 3D რეკონსტრუქცია. ნაჩვენებია საჭმლის მომნელებელი ჯირკვალი (dg).
ლოქორა Deroceras laeve-ის ჰეპატოპანკრეასის ჰისტოლოგიური სურათი.


ჰეპატოპანკრეასი არის ლიპიდების მეტაბოლიზმის და ლიპიდების მარაგის ძირითადი ადგილი მუხელფეხიანებში.[4]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Blue Crab Anatomy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-01-27. ციტირების თარიღი: 2023-09-25.
  2. (2002) „Soil biomarkers (invertebrates and microbes) for assessing site toxicity“, Environmental Analysis of Contaminated Sites. John Wiley and Sons, გვ. 95–134. ISBN 978-0-471-98669-0. 
  3. S. P. Hopkin; M. H. Martin (1985). „Assimilation of zinc, cadmium, lead, copper and iron by the spider Dysdera crocata, a predator of woodlice“ (PDF). Bulletin of Environmental Contamination and Toxicology. 34 (2): 183–187. doi:10.1007/bf01609722. PMID 3978257. S2CID 39086273. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 2011-07-22.
  4. Böer M., Graeve M. & Kattner G. (2006). "Exceptional long-term starvation ability and sites of lipid storage of the Arctic pteropod Clione limacina". Polar Biology 30(5): 571-580. doi:10.1007/s00300-006-0214-6.