ჰენკ გროლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰენკ გროლი
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 14 აპრილი, 1985(1985-04-14) (39 წლის)
დაბ. ადგილი Veendam plaats
სიმაღლე 190
წონა 100
ქვეყანა ნიდერლანდების სამეფო

ჰენკ ჰარმანუს არნოლდუს „ჰენკ“ გროლი (დ. 14 აპრილი, 1985, ვეენდამი, ნიდერლანდები) — ნიდერლანდელი ძიუდოისტი. არის ოლიმპიადის ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი (2008, 2012). 2008, 2015 და 2016 წლებში გახდა ევროპის ჩემპიონი. 2009, 2010 და 2013 წლებში მოიპოვა ვერცხლის მედალი ევროპის ჩემპიონატზე -100კგ კატეგორიაში. 2018 და 2019 წლებში მოიპოვა ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე +100კგ წონით კატეგორიაში. 2009, 2010 და 2013 წლებში მოიპოვა ვერცხლის მედალი მსოფლიო ჩემპიონატზე. 2015 წელს მოიგო ევროპული თამაშები. 2019 წელს ამავე თამაშებზე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]