ჰანდე ერჩელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰანდე ერჩელი
დაბადების თარიღი 24 ნოემბერი, 1993
ბანდირმა, ბალიქესირის პროვინცია, თურქეთი
ეროვნება თურქი
განათლება მიმარ სინანის ნატიფი ხელოვნების უნივერსიტეტი
საქმიანობა სატელევიზიო მსახიობი
მოდელი
აქტიური 2012–დღემდე
საიტი handeercel.com.tr

ჰანდე ერჩელი (თურქ. Hande Erçel; დ. 24 ნოემბერი, 1993) — თურქი სატელევიზიო მსახიობი და მოდელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰანდე ერჩელი დაიბადა 1993 წლის 24 ნოემებრს თურქეთში, ქალაქ ბანდირმაში. მამა ვაჭრობითაა დაკავებული. 2019 წელს გარდაიცვალა მისი დედა აილინ ერჩელი. ჰყავს უფროსი და გამზე ერჩელი. მსახიობი ურთიერთობაში იყო მომღერალ მურათ დალქილიჩთან. მონაწილწობდა სასკოლო თეატრის თითქმის ყველა დადგმაში. 19 წლის ასაკში მონაწილეობა მიიღო აზერბაიჯანში გამართულ სილამაზის კონკურსში, სადაც მეორე ადგილი დაიკავა. პირველად მცირე როლით გამოჩნდა სერიალში „ნარჩიტა“. სერიალმა „სიყვარულს სიტყვები არ ესმის“ და „გიუნეშის ქალიშვილები“-მ მსახიობს წარმატება მოუტანა. 2017 წელს სერიალ „შავი მარგალიტის“ ჰაზალის როლის შესრულებისთვის ჰანდეს გადასცეს წლის საუკეთესო მსახიობი ქალის ტიტული. ასევე, 2019–20 წლებში მიმდინარეობდა სერიალ „აზიზეს“ გადაღებები, სადაც მთავარ როლს ჰანდე ასრულებდა. გადაღებები მალევე შეწყდა ურეიტინგობის გამო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: