ჯონ დაუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჯონ დაუ (ინგლ. John Dau; დ. 1974) — სუდანელი დევნილი, ერთ-ერთი სუდანის დაკარგული ბიჭებიდან.

1987 წელს, 13 წლის დაუ გაიქცა სამხრეთი სუდანის ერთ-ერთი სოფლიდან, რომლის დანგრევაც იყო ნაბრძანები. ის შეუერთდა სხვა დევნილებს და მათ ერთად, ამდენიმე კვირის შემდეგ, მიაღწიეს დევნილთა ბანაკს ეთიოპიაში. გაქცევისას ისინი მხოლოდ ბალახითა და ტალახით იკვებებოდნენ. ბანაკში დაუ ლიდერობდა 1200 ბავშვს. მას შემდეგ, რაც ბანაკი ასევე აღმოჩნდა საფრთხის წინაშე, დაუ კვლავ გაიქცა 27 ათასი ბავშვთან ერთად.ამჯერად ისინი სუდანში გაიქცნენ. მდინარე ჯილოს გადაკვეთისას ბევრი მათაგანი დაიღრჩო, მოკლული იქნა მესაზღვრეების ან ნიანგების მიერ. გადარჩა 18000 ბავშვი, მაგრამ სუდანში მათ ადგილსამყოფელზე შეტევა მიიტანეს და დაუ სხვებთან ერთად კენიაში გაიქცა. სულ მან 1600 კილომეტრი გაიარა. ათი წლის შემდეგ მან მიიღო სტიპენდია აშშ-ში სასწავლებლად და 2001 წელს გაემგზავრა ნიუ-იორკში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]