ხეითის საბაწმინდის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხეითის საბაწმინდის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ქურთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხეითში. აგებულია X საუკუნის I ნახევარში.

ეკლესიის დასავლეთ მინაშენზე ერთსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა იყო: ”მაჩაბელი გიორგი შეიწყალე”. წარწერა ამჟამად დაღუპულია.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესია ნაგებია კარგად თლილი, მოღვინისფრო ტუფით. წყობა თარაზულია.

ძეგლი წარმოადგენს მაღალ და გრძელ დარბაზულ სივრცეს, რომელსაც ჩრდი-ლოეთიდან და სამხრეთიდან განივი კამარების მქონე დაბალი და ღრმა ჯიბეები აქვს. ცენტრალური აბსიდის გვერდებზე მოწყობილია სამკვეთლო და სადიაკვნე. ეკ-ლესიას დასავლეთით და გრძივი კედლის დასავლეთ მონაკვეთებში გარშემოსავლელი აქვს. გარშემოსავლელს ორი შესასვლელი აქვს - დასავლეთიდან და სამხრეთიდან. ეკლესიის შიდა სივრცეში, ჯიბეების გვერდებზე განლაგებულია თაღოვანი ნიშე-ბი. ჯიბეები იმდენად ღრმაა, რომ ქმნიან განივ ღერძს, რაც მთავარი გრძივი ღერძის პერპენდიკულარულია.

ეკლესიის კამარა ოდნავ შეისრულია. აბსიდა კამარაზე დაბალია, მისი ორსაფეხუ-რიანი ტრიუმფალური თაღი კამარისაგან განსხვავებით ნახევარწრიული ფორმისაა. აბსიდის ჩრდილოეთით და სამხრეთით თითო თაღოვანი ნიშაა.

გრძივი კედლები ორსაფეხურიანი წყვილი პილასტრების საშუალებით არათანაბარ ნაწილებად იყოფა. პილასტრებს ეყრდნობა როგორც კამარის საბრჯენი თაღები, ისე კედლის თაღები. ჯიბეები ცენტრალურ სივრცეს მაღალი, ფართე თაღოვანი გასასვ-ლელებით უკავშირდება. სამხრეთი ჯიბის კამარის საბრჯენი თაღი კრონშტეინებს ეყრდნობა.

ეკლესია ნათდებოდა დასავლეთის და სამხრეთის თაღოვანი სარკმლებით. დასავ-ლეთი შესასვლელი შიგნით თაღოვანი, გარედან - არქიტრავულია.

დასავლეთ გარშემოსავლელს შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდან აქვს. სამხრეთი შესასვლელი ორთაღოვანია; თაღები მასიურ სვეტს ეყრდნობა. დასავლეთის კარიბჭიდან შემორჩენილია თაღი, რომლის ზემოთ მცირე წრიული სარკმელია მოთა-ვსებული.

სამხრეთ შესასვლელის სვეტის კაპიტელი მორთულია მცენარეული ორნამენტით. ძეგლის თავდაპირველი დეკორატიული ელემენტებიდან შემორჩენილია დასავლეთი სარკმლის მოჩუქურთმებული წარბი და გარშემოსავლელის წრიული სარკმლის დე-კორატიული მორთულობა. ეკლესიის სამხრეთ ფასადზე, ზემო ნაწილში ჩასმულ კვადრზე ტოლმკლავა ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა. ეკლესიის კარნიზი თარო-ლავგარდანია. ძეგლი დგას ერთსაფეხურიან ცოკოლზე. ეკლესიის დასავლეთ ფასადზე შემორჩენილია ასო-მთავრული წარწერის ფრაგმენტები. ეკლესიის ინტერიერი ძლიერ დეფორმირებულია. თითქმის ყველა კედელი დაბზა-რულია. მთლიანად ჩამონგრეულია აბსიდის მხარე, ჯიბეები და გარშემოსავლელი. საბურავი აყრილია. ეკლესიაში მიწის დონე ძლიერ აწეულია.

ეკლესიას 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მეგრელიძე ი., IV. პუშკინის სახ. თბილისის სახ. პედინსტიტუტის შრომები, ტ. XI, 1957, გვ. 82-83.
  • Меписашвили Р., Цинцадзе В., Памятники V-ХI вв. Вкн.:"Архитектура нагорной части исторической провинции Грузии - Шида-Картли", Тб., 1975, стр. 47.
  • შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ. 251-253

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]