ცეკვის ჭირი (1518)
1518 წლის ცეკვის ჭირი, ცეკვის ეპიდემია — ცეკვის მანიის შემთხვევა, რომელსაც ადგილი ჰქონდა საღვთო რომის იმპერიის ქალაქ სტრასბურგში (ელზასი, დღ. საფრანგეთი), 1518 წლის ივლისში. 400-მდე ადამიანი გაუჩერებლად ცეკვავდა რამდენიმე დღის მანძილზე, დაახლოებით ერთი თვის პერიოდში. ამ გაუჩერებელმა ცეკვამ გამოიწვია მათი ნაწილის სიკვდილი გულის შეტევის, ინსულტისა და დაქანცულობის გამო.[1]
ეპიდემიამ იფეთქა ივლისის დასაწყისში, როდესაც ქალმა, სახელად ტროფეამ დაიწყო ცხარედ ცეკვა სტრასბურგის ქუჩებში.[1] ეს უკანასკნელი დაახლოებით 4–6 დღე გაგრძელდა. ერთი კვირის განმავლობაში 34 ადამიანი შეუერთდა მას, ხოლო ერთ თვეში მათმა რიცხვმა 400-ს მიაღწია. ისინი უპირატესად ქალები იყვნენ. ერთი მოხსენება მიუთითებს, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჭირი კლავდა დაახლოებით თხუთმეტ ადამიანს დღეში.[2] თუმცა, ამ დროის სტრასბურგის წყაროებში არ არის აღნიშნული გარდაცვლილთა რიცხვი.[3]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Backman, Eugene Louis [1952] (1977). Religious Dances in the Christian Church and in Popular Medicine. Westport, CT: Greenwood Press. ISBN 978-0-8371-9678-7.
- Waller, John (2008). A Time to Dance, A Time to Die: The Extraordinary Story of the Dancing Plague of 1518. Thriplow: Icon Books. ISBN 978-1-84831-021-6.
- Waller, John (2009). The Dancing Plague: The Strange, True Story of an Extraordinary Illness. Naperville, IL: Sourcebooks, Inc.. ISBN 978-1-4022-1943-6.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- "Dancing death" by John Waller. BBC News. 12 September 2008.
- "The Dancing Plague of 1518" დაარქივებული 2019-05-12 საიტზე Wayback Machine. by Doug MacGowan. Historic Mysteries. 28 June 2011.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Viegas, Jennifer. (1 August 2008) 'Dancing Plague' and Other Odd Afflictions Explained. Discovery News. Discovery Communications. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 October 2012. ციტირების თარიღი: 6 May 2013.
- ↑ Waller J (February 2009). „A forgotten plague: making sense of dancing mania“. Lancet. 373 (9664): 624–5. doi:10.1016/S0140-6736(09)60386-X. PMID 19238695.
- ↑ Clementz, Élisabeth (2016). „Waller (John), Les danseurs fous de Strasbourg. Une épidémie de transe collective en 1518“. Revue d’Alsace - Fédération des Sociétés d'Histoire et d'Archéologie d'Alsace. 142: 451–453.