ცეკვის ჭირი (1518)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ცეკვის ჭირი

1518 წლის ცეკვის ჭირი, ცეკვის ეპიდემიაცეკვის მანიის შემთხვევა, რომელსაც ადგილი ჰქონდა საღვთო რომის იმპერიის ქალაქ სტრასბურგში (ელზასი, დღ. საფრანგეთი), 1518 წლის ივლისში. 400-მდე ადამიანი გაუჩერებლად ცეკვავდა რამდენიმე დღის მანძილზე, დაახლოებით ერთი თვის პერიოდში. ამ გაუჩერებელმა ცეკვამ გამოიწვია მათი ნაწილის სიკვდილი გულის შეტევის, ინსულტისა და დაქანცულობის გამო.[1]

ეპიდემიამ იფეთქა ივლისის დასაწყისში, როდესაც ქალმა, სახელად ტროფეამ დაიწყო ცხარედ ცეკვა სტრასბურგის ქუჩებში.[1] ეს უკანასკნელი დაახლოებით 4–6 დღე გაგრძელდა. ერთი კვირის განმავლობაში 34 ადამიანი შეუერთდა მას, ხოლო ერთ თვეში მათმა რიცხვმა 400-ს მიაღწია. ისინი უპირატესად ქალები იყვნენ. ერთი მოხსენება მიუთითებს, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჭირი კლავდა დაახლოებით თხუთმეტ ადამიანს დღეში.[2] თუმცა, ამ დროის სტრასბურგის წყაროებში არ არის აღნიშნული გარდაცვლილთა რიცხვი.[3]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Viegas, Jennifer. (1 August 2008) 'Dancing Plague' and Other Odd Afflictions Explained. Discovery News. Discovery Communications. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 October 2012. ციტირების თარიღი: 6 May 2013.
  2. Waller J (February 2009). „A forgotten plague: making sense of dancing mania“. Lancet. 373 (9664): 624–5. doi:10.1016/S0140-6736(09)60386-X. PMID 19238695.
  3. Clementz, Élisabeth (2016). „Waller (John), Les danseurs fous de Strasbourg. Une épidémie de transe collective en 1518“. Revue d’Alsace - Fédération des Sociétés d'Histoire et d'Archéologie d'Alsace. 142: 451–453.