ჩილეს საპრეზიდენტო არჩევნები (2013)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
2009 ჩილეს დროშა  2017
ჩილეს პრეზიდენტის არჩევნები
17 ნოემბერი, 2013
პრეზ. კანდიდატი მიშელ ბაჩელეტი ეველინ მატეი
პარტია ახალი უმრავლესობა ალიანსი
მოსახლეობის ხმები 3 073 570 1 647 490
პროცენტი 46,69% 25,02%
მოქმედი
პრეზიდენტი
არჩეული პრეზიდენტი
სებასტიან პინიერა მიშელ ბაჩელეტი

ჩილეს საპრეზიდენტო არჩევნები 2013ჩილეს პრეზიდენტის არჩევნები, რომელიც გაიმართა 2013 წლის 17 ნოემბერს. იმავე დღეს გაიმართა ჩილეს საკანონმდებლო ორგანოსა და რეგიონული არჩევნები. არჩევნების პირველ ტურში პრეზიდენტობის ვერცერთმა კანდიდატმა ხმათა 50% ვერ მიიღო, შედეგად დაინიშნა მეორე ტური 15 დეკემბერს. მეორე ტურში მონაწილეობდნენ მიშელ ბაჩელეტი და ეველინ მატეი. ხმათა 62,7%-ით მეორე ტურში არჩეულ იქნა ბაჩელეტი.

საპრეზიდენტო კანდიდატები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყოფილი პრეზიდენტი, სოცილისტური პარტიის წევრი მიშელ ბაჩელეტი კოალიცია „ახალ უმრავლესობის“ კანდიდატია. კოალიციამ გაიმარჯვა უკანასკნელი ხუთი არჩევნებიდან 4-ში. ბაჩელეტი იყო ჩილეს პრეზიდენტი 2006-2010 წლებში. შემდგომში იგი გაეროს ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო. მიშელ ბაჩელეტი ქალთა და სექსუალურ უმცირესობათა უფლებებისთვის იბრძვის. ამასთან იგი უფასო განათლებას, ჯანდაცვის დაფინანსების ზრდას და აბორტის ლეგალიზაციას უჭერდა მხარს. წინასაარჩევნო გამოკითხვებში ბაჩელეტი 20 პროცენტით უსწრებდა მთავარ კონკურენტს, მატეის.

ეველინ მატეი პარტია დამოუკიდებელი დემოკრატების წევრია და პრეზიდენტობის კანდიდატად მემარჯვენე კოალიცია „ალიანსმა“ წარადგინა. მატეის პრეზიდენტ სებასტიან პინიერას მთავრობაში შრომის მინისტრის თანამდებობა ეკავა. მისი მინისტრობის პერიოდში უმუშევრობის დონე 7.3 პროცენტიდან 5.7-მდე შემცირდა. მატეის წინასაარჩევნო პროგრამა ბიზნესის ხელშეწყობას და ეკონომიკურ ზრდას ითვალისწინებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]