შოთა შურღაია
შოთა იოსების ძე შურღაია (დ. 4 აპრილი, 1920, ფოთი — გ. 16 აგვისტო, 2005) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, საბჭოთა გვარდიის პოდპოლკოვნიკი, საბჭოთა კავშირის გმირი (1946).
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დაამთავრა ფოთის ჰიდრომელიორაციული ტექნიკუმი 1938 წელს, ამავე წელს განაგრძო სწავლა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში. 1940 წელს კომკავშირული საგზურით გაგზავნეს ავიაციაში. II მსოფლიო ომის (1941-1945) დროს საავიაციო პოლკის რგოლის მეთაური იყო. მის ანგარიშზეა 110 საბრძოლო გაფრენა. გამოჩენილი მამაცობისათვის შურღაიას საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა. 1955 წელს დაამთავრა სამხედრო-საჰაერო აკადემია. 1957 წლიდან თადარიგში იყო. ცხოვრობდა თბილისში. მუშაობდა ავტოსატრანსპორტო ორგანიზაციებში. დაკრძალულია საბურთალოს სასაფლაოზე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ჩინჩილაკაშვილი, ტ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 59.