შავი ყუთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შავი ყუთი — ტერმინი მეცნიერებაში, კომპიუტერულ ტექნოლოგიასა და ინჟინერიაში, რომლითაც აღინიშნება მოწყობილობა, სისტემა ან ობიექტი, რომელიც აღქმულია მასში შემავალი (საწყისი) და გამომავალი (გადამუშავებული) ინფორმაციის ჭრილში, მუშა პროცესის ცოდნის ან გაგების გარეშე, მისი სირთულიდან ან დასახულის ამოცანისთვის უმნიშვნელოობიდან გამომდინარე. ამ გაგებით, ტრანზისტორს, ალგორითმს, ან სულაც ადამიანის თავის ტვინს შეიძლება ვუწოდოთ შავი ყუთი, რადგან ინფორმაციის დამუშავება ბუნდოვანია (შავია).

შავი ყუთის სისტემა, როგორც წესი გამოისახება ინფორმაციული ნაკადების დიაგრამის სახით, შავი ყუთით ცენტრში. შავი ყუთის საპირისპირო სისტემას, სადაც შიდა კომპონენტები ან მუშა პროცესის ლოგიკა დამკვირვებლისთვის ცნობილია ან გასაგებია, უწოდებენ თეთრ ყუთს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


wikistub ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.