ქალთა კრივი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალთა კრივი

ქალთა კრივისპორტის სახეობა, რომელიც პირველად გამოჩნდა ოლიმპიური თამაშების დროს 1904 წელს. XX საუკუნის განმავლობაში აღნიშნული სპორტის სახეობა მრავალ ქვეყანაში იყო აკრძალული. ქალთა კრივის აღორძინება დაკავშირებულია შვედეთის მოკრივე-მოხალისეთა ასოციაციის სახელთან, რომელმაც 1988 წელს მოაწყო შეჯიბრი კრივში ქალთა შორის. 1997 წელს ბრიტანეთის მოკრივე-მოხალისეთა ასოციაციამ ითავა პირველი შეჯიბრებები კრივში ქალთა შორის. 2009 წლის 13 აგვისტოს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება ქალთა კრივის ჩართვის შესახებ 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში.[1]

ცნობილი ქალი მოკრივეებიდან აღსანიშნავია: სიუზანა კენტიკიანი, ლეილა ალი, ნატალია რაგოზინა და სხვა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]